NuviaLab App
NuviaLab App
by NuviaLab Limited
მიწოდება მსოფლიოს მასშტაბით
100%-ით უსაფრთხო გადახდა
პრემიუმ ინგრედიენტები
დამზადებულია ევროპაში
კვირის შემოთავაზება: 20% ფასდაკლება Member XXL
Icon Icon Icon Icon Icon
Bravona Forte
  • ნაკრები შეიცავს 2 პროდუქტს: კრემსა და საკვებ დანამატს
  • ქალბატონებისთვის, რომელთაც ბიუსტის გაზრდა სურთ
  • პროდუქტი ფიტოესტროგენების სიმდიდრით გამოირჩევა
  • მონაწილეობს ჰორმონალური აქტივობის რეგულაციაში1
აირჩიეთ პაკეტი
(რაც უფრო მეტს იყიდით, მით უფრო მეტს დაზოგავთ)
6-თვიანი მარაგი
შეიძინეთ 3 ნივთი
მიიღეთ 3 უფასოდ
97.00ლ /ც.
581.97ლ
3-თვიანი მარაგი
შეიძინეთ 2 ნივთი
მიიღეთ 1 უფასოდ
129.33ლ /ც.
387.98ლ
1-თვიანი მარაგი
შეიძინეთ 1 ნივთი
193.99ლ /ც.
193.99ლ
Icon Icon Icon Icon Icon
პროდუქტის აღწერილობა
დამატებითი ინფორმაცია

პროდუქტის აღწერილობა

რა არის Bravona Forte?

Bravona Forte ორი პროდუქტისგან შემდგარი უნიკალური ნაკრებია, რომელიც კრემსა და საკვებ დანამატს შეიცავს. ნაკრების სინერგიულ მოქმედებას ყველა ის ქალბატონი დააფასებს, რომელსაც მკერდის გაზრდა და ვიზუალური გაუმჯობესება სურს. Bravona Forte ძვირადღირებული პლასტიკური ქირურგიის შესანიშნავი ალტერნატივაა. პროდუქტი მხოლოდ ვიტამინებით, ფიტოესტროგენებითა და ფლავონოიდებით მდიდარ ნატურალურ ინგრედიენტებს შეიცავს.

 
რას შეიცავს Bravona Forte?

 

ingredient
მიკროკაფსულირებული საღამოს ფურისულას ზეთის ფხვნილი

საღამოს ფურისულას ზეთი შეუდარებელი საშუალებაა ქალთა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ის უაღრესად მდიდარია ფიტოსტეროლებით, უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ვიტამინებითა და მინერალებით. მას უნივერსალურ თვისებებს მიაწერენ, ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობის გამო ის დადებითად მოქმედებს ქალთა ჰორმონალურ ბალანსზე, მკერდის დისპლაზიაზე, ხასიათის ხშირ ცვალებადობასა და მენსტრუალურ ტკივილზე.

ingredient
წითელი სამყურას ფოთლისა და ყვავილის ექსტრაქტი [8% იზოფლავონები]

წითელი სამყურა პარკოსანთა ოჯახში შემავალი მცენარეა, რომელიც თითქმის მთელ მსოფლიოში გვხვდება. იზოფლავონებისა და ფიტოესტროგენების სიმრავლის გამო ის რეკომენდირებულია იმ ქალებისთვის, რომელთაც საკუთარი მკერდის ვიზუალური გაუმჯობესება სურთ. ეს ნივთიერებები ადამიანის ჰორმონების მსგავსად მოქმედებს, ზრდის ესტროგენის, პროლაქტინისა და პროგესტერონის დონეს და ამცირებს მამაკაცის სასქესო ჰორმონების რაოდენობას, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს მკერდის ზრდაზე.

ingredient
ულბოს თესლის ექსტრაქტი [25% საპონინები]

ულბო პარკოსანთა ოჯახის მცენარეა, რომელიც უპირატესად აზიასა და ევროპაში ხარობს. ესაა საპონინების, ფლავონოიდებისა და იზოფლავონების შესანიშნავი წყარო, რაც მას ჰორმონების დონის მომატებისთვის იდეალურ საშუალებად ხდის. ულბოში შემავალ ფიტოესტროგენებს შეუძლია, დადებითად იმოქმედოს მკერდის შესახედაობასა და სიმტკიცეზე ესტროგენისმაგვარი ენდოგენური ეფექტების წყალობით.

ingredient
დონგ ქუაის ფესვის ექსტრაქტი

დონგ ქუაი მცენარეა, რომელიც აზიაში ბუნებრივად ხარობს. ის იქ საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა, როგორც სამკურნალო საშუალება ქალებისთვის, რომელთაც მტკივნეულ მენსტრუაციასა და მენოპაუზასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. ფიტოესტროგენების სიმრავლის წყალობით ის არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს, აუმჯობესებს განწყობას და შეიძლება დადებითად იმოქმედოს მკერდის ზომასა და შესახედაობაზე.

ingredient
სო პალმეტოს ნაყოფის ექსტრაქტი [25% ცხიმოვანი მჟავები]

სო პალმეტო არის მცენარე, რომელიც უმეტესად ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში იზრდება. ის ამცირებს ანდროგენების, ესე იგი, მამრობითი ჰორმონების დონეს, რომელთაც მკერდის ზრდის შენელება და ჭარბი თმიანობის გამოწვევა შეუძლია. ამასთანავე, ის ასევე შეიძლება მტკივნეულ მენსტრუაციასთან დაკავშირებულ დისკომფორტსაც ამცირებდეს.

ingredient
სვიის გირჩის ექსტრაქტი

სვია კვებისა და კოსმეტიკის ინდუსტრიაში ფართოდ გამოყენებადი მცენარეა. ფიტოესტროგენების სიმრავლის გამო მას ნატურალურ მედიცინაშიც იყენებენ. ქალბატონებისთვის მისი ფასეულობა მკერდის ზომისა და შესახედაობის გაუმჯობესების, ჰორმონალური ბალანსის რეგულირებისა და ძილის ხარისხის გაუმჯობესების უნარით განისაზღვრება.

ingredient
ცერეცოს თესლის ექსტრაქტი

ცერეცო ძირითადად კულინარიული თვალსაზრისით ცნობილი მცენარეა. ფიტოესტროგენებისა და სხვა აქტიური ინგრედიენტების სიმრავლის გამო, შესაძლებელია მისი გამოყენება ქალთა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლადაც. ის დადებითად მოქმედებს მკერდის სიმტკიცეზე, ამცირებს მენსტრუალურ ტკივილსა და მენოპაუზასთან ასოცირებულ შეუძლოდ ყოფნას.

ingredient
ჰიალურონის მჟავა

ჰიალურონის მჟავა არის პოლისაქარიდი და საშენი მასალა, რომელიც სხეულის ყველა შემაერთებელ ქსოვილში გვხვდება. ის კანს სიმტკიცესა და ელასტიურობას ანიჭებს, ასაკის მომატებისას კი მისი შემცველობა მცირდება, რის გამოც კანის ელასტიურობაც ქვეითდება. ამიტომაა მნიშვნელოვანი მისი სათანადო დონის შენარჩუნებაზე ზრუნვა, რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში მოგცემთ ლამაზი და მტკიცე კანით სიამოვნების საშუალებას.

ingredient
პანტოთენის მჟავა

პანტოთენის მჟავა, ანუ ვიტამინი B5, ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანისა და ქსოვილების რეგენერაციაში, ჰორმონების პროდუცირებასა და ანტისხეულების წარმოქმნაში. მისი დეფიციტი სისუსტეს, ძილის პრობლემებს, კანის დაზიანებებსა და თმის პიგმენტაციის დარღვევას იწვევს.

ingredient
ვიტამინ B6

B6 ვიტამინი, რომელიც ასევე პირიდოქსინის სახელითაა ცნობილი, სხეულში მიმდინარე მრავალი პროცესისთვის საჭირო ნივთიერებაა. ის არეგულირებს ჰორმონალურ აქტივობას, ხელს უწყობს ნერვული და იმუნური სისტემების სათანადო ფუნქციონირებას, ამცირებს დაღლილობისა და დაქანცულობის შეგრძნებას. მისი დეფიციტი ანემიას, კანის დაზიანებასა და იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს.

ხშირად დასმული შეკითხვები

როგორ უნდა გამოვიყენოთ Bravona Forte? +
რეკომენდირებული დღიური დოზა - 2 კაფსულა - 300 მლ წყლის მიყოლებით.
როგორ უნდა გამოვიყენოთ Bravona Forte კრემი? +
დღეში ორჯერ წაისვით მცირეოდენი კრემი მკერდის ირგვლივ და წრიული მოძრაობით შეიზილეთ მკერდის ძირიდან მხრამდე. კრემი ადვილად შეიწოვება, არაა ცხიმიანი და წებვადი. მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
ვის შეუძლია Bravona Forte-ს გამოყენება? +
Bravona Forte ქალებისთვის შემუშავებული საკვები დანამატია. პროდუქტი არაა განკუთვნილი ბავშვებისთვის, ორსულებისა და მეძუძური ქალებისთვის.
როდის უნდა ველოდო Bravona Forte-ს გამოყენების ეფექტებს? +
Bravona Forte-ს გამოყენების შემთხვევაში, პირველი ეფექტები უკვე რამდენიმე კვირის შემდეგ ხდება შესამჩნევი. გამოვლენილი ეფექტი დამოკიდებულია ინდივიდუალურ წინასწარგანწყობაზე.
რამდენ ხანს ჰყოფნის Bravona Forte-ს ერთი კოლოფი? +
Bravona Forte-ს თითო კოლოფი 60 კაფსულასა და 50 მლ კრემს შეიცავს, რაც საკმარისია ერთი თვის განმავლობაში გამოსაყენებლად.
 
დეტალები დანამატზე
Bravona Forte
პორციის ზომა: 2 კაფსულა
კონტეინერში პორციების რაოდენობა: 30
აქტიური ინგრედიენტები რაოდენობა თითო პორციაში
მიკროკაფსულირებული საღამოს ფურისულას ზეთის ფხვნილი 200,00 მგ
წითელი სამყურას ფოთლისა და ყვავილის ექსტრაქტი [8% იზოფლავონები] 200,00 მგ
ულბოს თესლის ექსტრაქტი [25% საპონინები] 100,00 მგ
დონგ ქუაის ფესვის ექსტრაქტი 100,00 მგ
სო პალმეტოს ნაყოფის ექსტრაქტი [25% ცხიმოვანი მჟავები] 100,00 მგ
სვიის გირჩის ექსტრაქტი 100,00 მგ
ცერეცოს თესლის ექსტრაქტი 100,00 მგ
ჰიალურონის მჟავა 30,00 მგ
პანტოთენის მჟავა 6,00 მგ (100%*)
B6 ვიტამინი 1,40 მგ (100%*)

* NRV - ნუტრიენტების საცნობარო მნიშვნელობა

ინგრედიენტები: მიკროკაფსულირებული საღამოს ფურისულას ზეთის ფხვნილი (Oenothera biennis); კაფსულის გარსი – ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა; წითელი სამყურას ფოთლისა და ყვავილის ექსტრაქტი (Trifolium pratense) [8% იზოფლავონები]; ულბოს თესლის ექსტრატი (Trigonella foenum-graecum) [25% საპონინები]; დონგ ქუაის ფესვის ექსტრაქტი (Angelica sinensis); სო პალმეტოს ნაყოფის ექსტრაქტი (Serenoa repens) [25% ცხიმოვანი მჟავები]; სვიის გირჩის ექსტრაქტი (Humulus lupulus); ცერეცოს თესლის ექსტრაქტი (Foeniculum vulgare); ბრინჯის თესლის ექსტრაქტი (Oryza sativa); ნატრიუმის ჰიალურონატი; კალციუმ D-პანტოთენატი (პანტოთენის მჟავა); პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინ B6).
გამოყენების ინსტრუქცია: რეკომენდირებული დღიური ნორმა – 2 კაფსულა – 300 მლ წყალთან ერთად.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის, ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. არ მიიჩნიოთ პროდუქტი მრავალფეროვანი ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი უმნიშვნელოვანესია.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, მჭიდროდ დახურულ კონტეინერში. შეინახეთ პატარა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოყენების ვადა / სერიული ნომერი: იხილეთ კოლოფის ქვედა მხარე.
მწარმოებელი: NuviaLab LLC, 501 Silverside Rd, Ste 105, Wilmington, DE 19809, USA.
წარმოების ქვეყანა: ევროკავშირი.
ნეტო წონა: 43.20 გრ

 
კრემი

ინგრედიენტები: წყალი, კაპრილის/კაპრიკის ტრიგლიცერიდი, გლიცერინი, Vitis Vinifera (ყურძნის) თესლის ზეთი, გლიცერილის სტეარატი SE, ტოკოფეროლი, სტეარინის მჟავა, გლიცერილის სტეარატი, ცეტილის სპირტი, Oenothera Biennis (საღამოს ფურისულას) ზეთი, ფენოქსიეთანოლი, PEG-100 სტეარატი, ერთწლიანი მზესუმზირას თესლის ზეთი, ასკორბილის ტეტრაიზოპალმიტატი, ნატრიუმის ბიკარბონატი, ტოკოფერილის აცეტატი (ვიტამინ E), ეთილჰექსილგლიცერინი, თაგვისარას ფესვის ექსტრაქტი, ნატრიუმის ჰიალურონატი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი.
გამოყენების ინსტრუქცია:დღეში ორჯერ წაისვით მცირეოდენი კრემი მკერდის ირგვლივ და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ მკერდის ძირიდან მხრამდე. კრემი ადვილად შეიწოვება, არაა ცხიმიანი და წებვადი. მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
გაფრთხილება: პროდუქტი ზრდასრულებისთვისაა განკუთვნილი. გირჩევთ, პირველ გამოყენებამდე 48 საათით ადრე გამოსცადოთ ეს და კანის მოვლის ყველა სხვა საშუალება კანის მცირე ტერიტორიაზე, როგორიცაა წინამხრის შიდა მხარე. არ გამოიყენოთ, თუკი გაღიზიანების ან გამონაყარის ნიშნები გაჩნდება. თუკი პროდუქტის გამოყენების შემდეგ გაღიზიანება ან გამონაყარი გაჩნდება, შეწყვიტეთ გამოყენება. თუ გამონაყარი ან გაღიზიანება შენარჩუნდება, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს დერმატოლოგთან.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, მჭიდროდ დახურულ კონტეინერში. შეინახეთ პატარა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოყენების ვადა / სერიული ნომერი: იხილეთ კოლოფის ქვედა მხარე.
მწარმოებელი: NuviaLab LLC, 501 Silverside Rd, Ste 105, Wilmington, DE 19809, USA.
წარმოების ქვეყანა: ევროკავშირი.
ნეტო რაოდენობა: 50 მლ / 1.69 თხევადი უნცია

1 B6 ვიტამინის შემცველობის გამო

თქვენი შეკვეთის განსათავსებლად აქ დააკლიკეთ!