NuviaLab App
NuviaLab App
by NuviaLab Limited
მიწოდება მსოფლიოს მასშტაბით
100%-ით უსაფრთხო გადახდა
პრემიუმ ინგრედიენტები
დამზადებულია ევროპაში
კვირის შემოთავაზება: 20% ფასდაკლება Member XXL

თანხის დაბრუნების პოლიტიკა

თუკი გსურთ, დაგვიკავშირდეთ, რათა შეკვეთა დააბრუნოთ ან ჩაანაცვლოთ, პირველ რიგში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ,რათა გვაცნობოთ ამის შესახებ.

ჩვენ ვიცავთ საქონლის გაყიდვის შესახებ კანონის დებულებებს, სამომხმარებლო ხელშეკრულების რეგულაციებს (ან, 2014 წლის 14 ივნისამდე შესრულებული შესყიდვებისთვის, დისტანციური გაყიდვების რეგულაციებს), ისევე, როგორც ევროკავშირის კონფიდენციალურობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ დირექტივის პირობებს.

სამომხმარებლო ხელშეკრულების რეგულაციები ადგენს, რომ თქვენ გაქვთ უფლება, გააუქმოთ თქვენი შეკვეთა პროდუქტების მიღებიდან 14 დღის განმავლობაში. თუკი შეკვეთის მიღების შემდეგ გადაწყვეტთ, რომ აღარ გინდათ ეს ნივთ(ებ)ი, უნდა შეგვატყობინოთ წერილობითი ფორმით (ელექტრონული ფოსტის ან ჩვენი დახმარების მაგიდის მეშვეობით) მოცემული 14-დღიანი პერიოდის განმავლობაში. შემდეგ უნდა დაგვიბრუნოთ საქონელი შემდგომი 14 დღის განმავლობაში. თუკი საქონელი არ დაგვიბრუნდება მოცემულ 14-დღიან პერიოდში, დაბრუნებას არ მივიღებთ.

ჩვენ აგინაზღაურებთ მიწოდების ძირითად ღირებულებას, თუკი თქვენი შეკვეთა მიღებიდან 14 დღის განმავლობაში გაუქმდება - თუკი დაჩქარებული სერვისი აირჩიეთ, როგორიცაა Tracked ან Express, ჩვენ არ აგინაზღაურებთ მოცემული მომსახურების დამატებით ხარჯებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუკი ჩვენ თანხის დაბრუნების ერთ-ერთი გარანტიის შესრულებას გვთხოვთ და შეკვეთის მიღებიდან გასულია 14 დღეზე მეტი, ჩვენ არ აგინაზღაურებთ მიწოდების საფასურს.

თქვენ პასუხისმგებელი ხართ ხარჯებზე, რომლებიც არასასურველი ნივთის ჩვენთან დაბრუნებას უკავშირდება - ჩვენ არ აგინაზღაურებთ ჩვენთან საქონლის უკან გადაზიდვის საფასურს თქვენთან კონკრეტული შეთანხმების გარეშე. თუკი საქონელი წუნიანი ან დაზიანებულია, ამ შემთხვევაში აგინაზღაურებთ ჩვენთან ნივთის უკან გადაზიდვის საფასურს (10 მაქსიმალური ოდენობით) და თქვენ მიიღებთ ჩანაცვლებულ პროდუქტს საქონლის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. თუკი პროდუქტის გადაგზავნის საფასური იქნება მეტი, ვიდრე 10, გთხოვთ, პროდუქტის ტრანსპორტირებამდე დაგვიკავშირდეთ.

გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ სტანდარტული ფოსტა არ უზრუნველყოფს კომპენსაციას, თუკი დასაბრუნებელი ნივთი ჩვენამდე გზაში დაიკარგება. გირჩევთ, ნებისმიერი ძვირადღირებული ნივთი განსაკუთრებული მიწოდების სერვისით გამოგვიგზავნოთ ადეკვატური კომპენსაციის მისაღებად (მაქსიმალური ოდენობით 500.00).

დაბრუნების/კომპენსაციის მოთხოვნისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს და თქვენი შეკვეთის ID ან თქვენი სრული სახელი და მისამართი შეგვატყობინოთ, რათა თქვენს შეკვეთას მივაგნოთ.

გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ საქონელს გონივრულ ვადებში და კარგ მდგომარეობაში გვიბრუნებთ. სამომხმარებლო ხელშეკრულების რეგულაციების (ან, 2014 წლის 14 ივნისამდე შესრულებული შესყიდვების შემთხვევაში, დისტანციური გაყიდვების რეგულაციების) თანახმად, თქვენ, მომხმარებელს, გაქვთ "ზრუნვის ვალდებულება", სანამ საქონელი თქვენს საკუთრებაშია. გთხოვთ, საქონელი ორიგინალურ შეფუთვაში დააბრუნოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ პროდუქტ(ებ)ი არ დაზიანდა გადაზიდვის დროს.

გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ ყველა პროდუქტი არ ბრუნდება (რასაკვირველია, თუკი წუნიანი არაა). ეს, ძირითადად, ჰიგიენური მოსაზრებების გამო ხდება და მოიცავს ნივთებს, რომლებიც პირდაპირ კონტაქტში შედის კანთან, ან ნებისმიერ გახსნილ და გამოყენებულ კოსმეტიკურ საშუალებას, ტაბლეტს ან დანამატს. მოცემული პოლიტიკა არ ახდენს გავლენას თქვენი, როგორც მომხმარებლის, კანონიერ უფლებებზე.