

ჰალითოზი, ანუ პირიდან უსიამოვნო სუნი, უხერხული პრობლემაა, რომელიც მთელ მსოფლიოში 4-დან 1 ადამიანს აწუხებს. ის არასწორი კვებითი ჩვევების, არასაკმარისი ჰიგიენის ან მეტაბოლური პრობლემების შედეგად წარმოიქმნება. როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, მას ეფექტურად შეუძლია, გააფუჭოს განწყობა და გამოიწვიოს თავდაჯერებულობის პრობლემები.
Dentolan არის მრავალინგრედიენტიანი საკვები დანამატი ადამიანებისთვის, რომლებიც პირიდან უსიამოვნო სუნს ებრძვიან. მისი უნიკალური შემადგენლობა ორგანიზმის შიგნიდან მუშაობს, აღმოფხვრავს პრობლემის წყაროს და ზრუნავს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოწესრიგებასა და კუჭის წვენის სწორ pH-ზე. ამრიგად, ის ეფექტურად აშორებს პირიდან უსიამოვნო სუნს, რომელიც გამოწვეულია კუჭის პრობლემებით ან არასწორი კვებით. ის კბილების რეგულარული გახეხვის შესანიშნავი დამატებითი საშუალებაა და უზრუნველყოფს სრულ დაცვას ჰალითოზისგან.
მომნელებელი ენზიმების კომპლექსი, რომელიც შეიცავს: ალფა-ამილაზას, ნეიტრალურ პროტეაზას, ცელულაზას, ლაქტაზას, ლიპაზას. ისინი წარმატებით ეხმარებიან საჭმლის მომნელებელ სისტემას საკვების მაკრომოლეკულების დაშლაში უფრო მცირე საშენ მასალებად. DigeZyme®-ის გამოყენებას მნიშვნელოვანი სარგებელი მოსდევს, რაც გაზრდილი ნაწლავური კომფორტით, ტოქსინების დონის შემცირებითა და მომნელებელი ფუნქციის გაუმჯობესებით გამოიხატება.
LactoSpore® არის უნიკალური პრობიოტიკური კულტურა, რომელიც Bacillus coagulans შტამის ბაქტერიებს შეიცავს, რომელთა რაციონში დამატებასაც ჯანმრთელობისთვის მრავალი სარგებელი მოაქვს. ის ანორმალიზებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბაქტერიულ ფლორას, რითაც ამცირებს საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულ დისკომფორტს, შებერილობასა და გაზების ჭარბ წარმოქმნას. გარდა ამისა, ის ასევე ამცირებს ლაქტოზას აუტანლობასთან დაკავშირებულ დისკომფორტს, ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში და ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. LactoSpore®-ში შემავალი პრობიოტიკური ბაქტერიები საოცარი სტაბილურობით გამოირჩევიან, ამიტომ პროდუქტი არ საჭიროებს მაცივარში შენახვას.
ბაღის პიტნა ისეთი მცენარეა, რომელსაც ტრადიციულ მედიცინაში საუკუნეების განმავლობაში იყენებენ. მას ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების გამო ფართოდ გამოიყენებენ და ვიტამინებისა და მინერალების მდიდარი წყაროა. მას ანტიბაქტერიული, სპაზმოლიზური, საჭმლის მომნელებელი და იმუნური სისტემების დამხმარე თვისებები აქვს. გარდა ამისა, მას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ყელსა და ხმის იოგებზე.
არტიშოკი არის მცენარე, რომელიც ძირითადად კულინარიული მიზნებით გამოიყენება. თუმცა, მისი მოხმარება ამავდროულად უაღრესად სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის ცინარინის მაღალი შემცველობის გამო. მისი წყალობით, არტიშოკი შესანიშნავად უწყობს ხელს საჭმლის მონელებასა და ნაწლავური კომფორტის გაუმჯობესებას. მაგრამ ეს ყველაფერი არაა, არტიშოკის შემადგენლობაში შემავალ კოფეინის მჟავას აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები.
ცერეცო პატარა, მრავალწლოვანი ბალახია ნიახურის ოჯახიდან, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში. მას საუკუნეების განმავლობაში აფასებდნენ თავისი სამკურნალო თვისებების გამო, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემების შემსუბუქებას. მას წვლილი შეაქვს საჭმლის მონელების გაუმჯობესებაში, ნაწლავური პერისტალტიკის ზრდაში და დისკომფორტის შემცირებაში, რომელიც გაზების ჭარბ წარმოქმნას უკავშირდება. მას მიეწერება ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და ნაღველმდენი თვისებები.
ულბო პარკოსანთა ოჯახის მცენარეა, რომლის სამშობლოც აზიაა. მას კულინარიული, კოსმეტიკური და სამკურნალო გამოყენებათა ფართო სპექტრი აქვს. მას წვლილი შეაქვს კუჭის წვენის ნორმალური pH-ის შენარჩუნებაში, ხელს უწყობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას და ლიპიდებისა და გლუკოზას მეტაბოლიზმს. მას ასევე ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები მიეწერება.
ბრომელაინი, რომელიც საჭმელად ვარგისი ანანასის ნაყოფში გვხვდება, არის პროტეოლიზური, ანუ ცილის დამშლელი, ფერმენტების ნაზავი. მას მიაწერენ ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიულ და საჭმლის მონელების გამაძლიერებელ თვისებებს. გარდა ამისა, ბრომელაინს შეუძლია, დაარეგულიროს ნორმალური იმუნური პასუხი იმუნური სისტემის T-უჯრედული პასუხის გაუმჯობესების გზით.
პაპაინი არის პროტეოლიზური ფერმენტი, რომელიც უმი პაპაიას ნაყოფისგან მიიღება. მას ტრადიციულ მედიცინაში მრავალი საუკუნის განმავლობაში იყენებდნენ ტკივილის, შეშუპებისა და ანთების შემამცირებელი თვისებების გამო. მას ასევე მიეწერება თვისებები, რომლებიც ხელს უწყობს ინფექციებისგან განკურნებას, საჭმლის მონელებასა და ჭრილობების შეხორცებას. გარდა ამისა, ნაჩვენებია, რომ პაპაინი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ჯანსაღი მიკრობიომის შენარჩუნებას იმის გამო, რომ შეუძლია, ნაწლავის მავნე ბაქტერიების ზრდა შეაფერხოს.
როგორ უნდა მივიღოთ Dentolan? | + |
ვის შეუძლია, Dentolan მიიღოს? | + |
როდის შემიძლია, Dentolan-ის ეფექტს ველოდო ? | + |
რამდენ ხანს ჰყოფნის Dentolan-ის ერთი კოლოფი? | + |
Dentolanპორციის ზომა: 2 კაფსულაკონტეინერში პორციების რაოდენობა: 30 |
||
აქტიური ინგრედიენტები | რაოდენობა თითო პორციაში | |
---|---|---|
ბაღის პიტნის ფოთლის ექსტრაქტი | 300,00 მგ | |
არტიშოკის ფოთლის ექსტრაქტი [2,5% ცინარინი] | 200,00 მგ | |
მულტიენზიმური კომპლექსი DigeZyme®, აქედან: ალფა ამილაზა ნეიტრალური პროტეაზა ცელულაზა ლაქტაზა ლიპაზა |
150,00 მგ 3600 U* 900 U* 30 U* 600 U* 150 U* |
|
პრობიოტიკური კულტურა LactoSpore® MTCC 5856 | 2 mld CFU** | |
ცერეცოს ნაყოფის ექსტრაქტი | 100,00 მგ | |
ულბოს თესლის ექსტრაქტი [25% საპონინები] | 100,00 მგ | |
ბრომელაინი ანანასის ექატრაქტიდან | 50,00 მგ (125 GDU***) | |
პაპაინი პაპაიას ნაყოფის ექსტრაქტიდან | 50,00 მგ (4800 MCU****) |
* – ფერმენტის ერთეული; ** CFU – კოლონია-წარმომქმნელი ერთეული; *** GDU – ჟელატინის გამხსნელი ერთეული; **** MCU – რძის შემადედებელი ერთეული
ინგრედიენტები: ბაღის პიტნის ფოთლის ექსტრაქტი (Mentha piperita); კაფსულის გარსი – ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა; არტიშოკის ფოთლის ექსტრაქტი (Cynara scolymus) [2,5% ცინარინი]; მულტიენზიმური კომპლექსი DigeZyme® [ამილაზა (Aspergillus oryzae), ნეიტრალური პროტეაზა (Bacillus subtilis), ლაქტაზა (Aspergillus oryzae), ცელულაზა (Trichoderma longibrachiatum), ლიპაზა (Rhizopus oryzae)]; პრობიოტიკი LactoSpore® (Bacillus coagulans) MTCC 5856; აკაციის ბოჭკო; ცერეცოს ნაყოფის ექსტრაქტი (Foeniculum vulgare); ულბოს თესლის ექსტრაქტი (Trigonella foenum-graecum) [25% საპონინები]; ბრომელაინი [2500 GDU/გ] ანანასის ნაყოფის ექსტრაქტიდან (Ananas sativus); პაპაიას ნაყოფის ექსტრაქტი [96 MCU/მგ] (Carica papaya).
DigeZyme® და LactoSpore® არიან Sabinsa-ს რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნები.
გამოყენების ინსტრუქცია: რეკომენდირებულო დღიური დოზა – 2 კაფსულა – 300 მლ წყლის მიყოლებით.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის, ორსულებისთვის ან მეძუძური დედებისთვის. არ მიიჩნიოთ პრეპარატი მრავალფეროვანი ბალანსირებული კვების ან ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი უმნიშვნელოვანესია.
შენახვა: შეინახეთ მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, მჭიდროდ დახურულ კონტეინერში. შეინახეთ პატარა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მოხმარების რეკომენდირებული დრო / სერიული ნომერი: იხილეთ კოლოფის ქვედა მხარე.
წარმოების ქვეყანა: ევროკავშირი.
ნეტო მასა: 43.20 გ
1 არტიშოკის შემცველობის გამო
2 ცერეცოს შემცველობის გამო
3 პიტნის შემცველობის გამო