

Fast Burn Extreme არის პროფესიონალი სპორტსმენებისთის შექმნილი მულტიკომპონენტიანი ცხიმისმწველი. თავისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით, საკვები დანამატი Fast Burn Extreme ქალებისა და მამაკაცების მიერ თანაბარი ეფექტურობოთ მოიხმარება. თუკი ლამობთ, სხეულის ცხიმი შეამციროთ ან წონა დაიკლოთ, ეს თქვენთვის იდეალური პროდუქტია.
Fast Burn Extreme-ის ინგრედიენტები ეფექტურად ააქტივებს ცხიმების წვას, აინჰიბირებს მათ შენახვას, ამცირებს ცხიმების სინთეზს და ზრდის სხეულის თერმოგენეზს. ამასთანავე, კოფეინის შემცველობის წყალობით, Fast Burn Extreme ასევე ხელს უწყობს თქვენი სხეულის შრომისუნარიანობის შენარჩუნებას ინტენსიური ვარჯიშების მოკლე სესიების განმავლობაში და წვლილი შეაქვს კონცენტრაციისა და რეაქციის დროის გაუმჯობესებაში. შედეგად, უსარგებლო ცხიმოვან ქსოვილს უფრო ეფექტურადაც კი დაიკლებთ.
კოლეუს ფორსკოლიი არის ლამაზი მცენარე ფორსკოლინით მდიდარი მოიისფრო-მომწვანო ფოთლებით. ის ხელს უწყობს ცხიმების მეტაბოლიზმს და ასტიმულირებს ცხიმების რეზერვების შემცირებას და სწორედ ამ გზებით შეაქვს წვლილი წონის კონტროლში.
გარცინია კამბოჯია, ასევე ცნობილი, როგორც მალაბარის თამარინდი, ჰიდროქსილიმონმჟავათი მდიდარი ტროპიკული ხილია. გარცინია კამბოჯიაში შემავალი HCA აინჰიბირებს ცხიმების ფორმირებასა და დაგროვებას. მან ასევე შეიძლება წვლილი შეიტანოს მადის შემცირებაში და ამ გზით განაპირობოს ნაკლების კალორიის მიღება.
მწვანე ჩაის ჯანმრთელობისა და წონის შენარჩუნებისთვის სასარგებლო აურაცხელი თვისება აქვს. ის ხელს უწყობს სხეულის თერმოგენეზს და ასტიმულირებს ცხიმოვანი მჟავების ჟანგვას. ის ეხმარება ორგანიზმს შაქრის სათანადო დონის შენარჩუნებაში, რამაც შეიძლება, წახემსების ეპიზოდები შეამციროს. მას წონის კლებაში პროტეოლიზური და დიურეზული აქტივობის გამოც შეაქვს წვლილი.
მარცვლების მოხალვის პროცესის გამოტოვების გამო, მწვანე ყავა უფრო მეტ აქტიურ ინგრედიენტს შეიცავს თავის ყავისფერ ანალოგთან შედარებით. პროდუქტში გამოყენებული ექსტრაქტი შეიცავს 50% ქლოროგენის მჟავას, რომელსაც შაქრის შეწოვის შემამცირებელი თვისებები მიეწერება კვების შემდეგ გლუკოზას სეკრეციის შენელების გზით.
კომპონენტი უაღრესად მდიდარია თეობრომინით, ორგანული ქიმიური ნაერთით პურინის ალკალოიდების ჯგუფიდან. მას მიეწერება ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების მასტიმულირებელი უნარი და, ასევე, სისხლძარღვების გაფართოების ხელშემწყობი თვისებები.
ის ხელს უწყობს ფიზიკური შრომისუნარიანობის ზრდას და ვარჯიშისას ძალდატანების შეგრძნების შემცირებას. გარდა ამისა, ის ასევე აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს და ზრდის სიფხიზლეს.
ჟოლოს ნაყოფი მდიდარია ჟოლოს კეტონებით და მოცემულ პროდუქტში გამოყენებული ექსტრაქტი მათ 50% რაოდენობით შეიცავს. მათ მიეწერება ლიპოლიზის გამაძლიერებელი თვისება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცხიმოვანი ქსოვილის შემცირება. გარდა ამისა, ეს ინგრედიენტი ასევე ხელს უწყობს თირკმელების მიერ წყლის გამოყოფის გაძლიერებას.
მწარე ფორთოხალი არის მცენარე სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიიდან წარმოშობით, ის ხელს უწყობს ცხიმების მეტაბოლიზმსა და მათი მარაგების შემცირებას, ისევე, როგორც სათანადო წონის შენარჩუნებას და ლიპიდების დეგრადაციის სტიმულირებას. ფორთოხლის ექსტრაქტი შემავალი სინეფრინი განაპირობებს მადის შემცირებას და ეხმარება კალორიების წვას.
კაიენის წიწაკა არის კაფსაიცინით მდიდარი ინგრედიენტი, რომელიც მას ცხარე გემოს აძლევს. კაფსაიცინს აქვს ეფექტი, რომელიც ხელს უწყობს წონის კლების შემდეგ მის შენარჩუნებას, წვლილი შეაქვს ნახშირწყლების ჟანგვაში და იცავს ცილებს ჟანგვითი სტრესისგან.
ის ხელს უწყობს პროდუქტის აქტიური ინგრედიენტებისა და საკვებიდან მიღებული ვიტამინებისა და მინერალების შეწოვას. წვლილი შეაქვს სათანადო საჭმლის მონელებაში და ღვიძლის გამწმენდ ფუნქციებში წვრილ სისხლძარღვებსა და კაპილარებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების გზით.
ის ხელს უწყობს დაღლილობის შეგრძნების შემცირებას და მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში ენერგიის სწორ წარმოქმნაში. გარდა ამისა, მას ასევე წვლილი შეაქვს ჰორმონალური აქტივობის რეგულირებაში და ცილებისა და გლიკოგენის სწორი მეტაბოლიზმის შენარჩუნებაში.
ის ხელს უწყობს სისხლში გლუკოზას ნორმალური დონის შენარჩუნებას, რაც ამცირებს მადას და კვებათაშორის შუალედში წახემსების ეპიზოდებს. მას წვლილი შეაქვს მარკონუტრიენტების სათანადო მეტაბოლიზმში.
როგორ უნდა მივიღოთ Fast Burn Extreme? | + |
ვის შეუძლია, Fast Burn Extreme მიიღოს? | + |
როდის შემიძლია, Fast Burn Extreme-ის მიღების ეფექტებს ველოდო? | + |
რამდენ ხანს ჰყოფნის Fast Burn Extreme-ის ერთი შეფუთვა? | + |
Fast Burn Extremeპორციის ზომა: 2 კაფსულაკონტეინერში პორციების რაოდენობა: 30 |
||
აქტიური ინგრედიენტები | რაოდენობა თითო პორციაში | |
---|---|---|
კოლეუს ფორსკოლიის ფესვის ექსტრაქტი [10% ფორსკოლინი] | 250,00 მგ | |
გარცინია კამბოჯიას ნაყოფის ექსტრაქტი [60% HCA] | 250,00 მგ | |
მწვანე ჩაის ფოთლების ექსტრაქტი [45% EGCG] | 200,00 მგ | |
მწვანე ყავის მარცვლების ექსტრაქტი [50% CGA] | 125,00 მგ | |
კაკაოს თესლის ექსტრაქტი [24% თეობრომინი] | 125,00 მგ | |
უწყლო კოფეინი | 100,00 მგ | |
ჟოლოს ნაყოფის ექსტრაქტი [50% ჟოლოს კეტონები] | 50,00 მგ | |
მწარე ფორთოხლის ექსტრაქტი [6% სინეფრინი] | 50,00 მგ | |
კაიენის წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტი [2% კაფსაიცინი] | 20,00 მგ | |
შავი წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტი [95% პიპერინი] | 5,00 მგ | |
B6 ვიტამინი | 1,40 მგ (100%*) | |
ქრომი | 40,00 მკგ (100%*) |
* NRV - ნუტრიენტების საცნობარო მნიშვნელობა
1 კოლეუს ფორსკოლიის შემცველობის გამო
2 მწარე ფორთოხლის შემცველობის გამო
3 გარცინია კამბოჯიაში HCA-ს შემცველობის გამო
4 კაიენის წიწაკის შემცველობის გამო
5 B6 ვიტამინის შემცველობის გამო