

Fat Burn Active არის რევოლუციური ცხიმისმწველი, რომელიც შემუშავებულია პროფესიონალი სპორტსმენების ინტერესების გათვალისწინებით. მის სარგებელს დააფასებენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები, რომლებიც ეძებენ ეფექტურ პრეპარატს ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის რაოდენობის შესამცირებლად.
Fat Burn Active ფორმულა ხელს უწყობს ცხიმების მეტაბოლიზმს და ააქტიურებს ცხიმის რეზერვების შემცირებას, ასევე, ზრუნავს საკვები ნივთიერებების სწორ მეტაბოლიზმზე და ვარჯიშისთვის საჭირო ენერგიის დონის შენარჩუნებაზე. ის გარანტირებულად ეხმარება სხეულს ცხიმოვანი ქსოვილის შემცირების პროცესში და საშუალებას გაძლევთ, ვარჯიშისა და დიეტისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.
მიკროინკაფსულირებული ფენილკაფსაიცინი დაახლოებით 4-ჯერ უფრო მაღალი ბიოშეღწევადობით ხასიათდება სტანდარტულ კაფსაიცინთან შედარებით. კაფსაიცინის დადებითი ეფექტი ბოდიბილდინგის კონტექსტში დიდი ხანია, რაც ცნობილია, ხოლო aXivite®-ს ეფექტი დადასტურებულია მამაკაცებისა და ქალების მონაწილეობით ჩატარებული კლინიკური კვლევებით. ამ კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ aXivite® ეფექტურად აჩქარებს ცხიმის შემცირებას, აუმჯობესებს სხეულის ფორმას, ამცირებს ცხიმის პროცენტულ შემცველობას სხეულის წონაში და ხელს უწყობს ნაწლავების ჯანმრთელობას.
Aframomum melegueta, ასევე ცნობილი, როგორც სამოთხის მარცვლები, არის მცენარე, რომელიც ძირითადად აფრიკაში გვხვდება. 6-პარადოლი, რომელსაც aframomum melegueta შეიცავს, არის ქიმიური ნაერთი, რომელსაც შესანიშნავი თვისებები აქვს. კვლევებმა აჩვენა, რომ მას შეუძლია, გაზარდოს სხეულის ენერგოდანახარჯი და დაასტიმულიროს ცხიმების შემცირება, ისევე, როგორც გააუმჯობესოს სხეულის ლიპიდური პროფილი. გარდა ამისა, ის თერმოგენულ ეფექტსაც ავლენს, ზრდის გლუკოზას მოხმარებას და აფერხებს ლიპიდების სინთეზს ადიპოციტებში.
ინდური ჭინჭარი არის მცენარე, რომელიც ტრადიციულად გამოიყენება აიურვედულ მედიცინაში, მაგრამ ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვა, როგორც ინგრედიენტმა, რომელიც წონის კლებას უწყობს ხელს. ინდური ჭინჭრის გამოყენებამ, მასში შემავალი ფორსკოლინის წყალობით, შეიძლება გამოიწვიოს ცხიმოვანი უჯრედების გაძლიერებული დაშლა და ლიპიდური მეტაბოლიზმის გაუმჯობესება. ფორსკოლინის ძირითადი მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს უჯრედული ციკლური AMP-ის (cAMP) დონისა და cAMP გაშუალებული ფუნქციების გაზრდაში ფერმენტ ადენილატ ციკლაზას გააქტიურებით. ეს იწვევს თერმოგენეზისა და მეტაბოლიზმის ტემპის მატებას, ასევე, ცხიმოვანი მასის შემცირების დაჩქარებას.
მწვანე ჩაის ფოთლის უმაღლესი ხარისხის ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს 40%-მდე EGCG-ს. EGCG, ანუ ეპიგალოკატექინის გალატი, არის პოლიფენოლი ძლიერი ანტიოქსიდანტური აქტივობით. მას შეუძლია, ხელი შეუწყოს წონის კლებას, გააუმჯობესოს სხეულის ლიპიდური პროფილი და დაარეგულიროს სისხლში გლუკოზას დონე. EGCG-ის მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს COMT-ის ინჰიბირებაში, რაცაა ფერმენტი, რომელიც შლის ნორეპინეფრინს. ამ გზით ის ახანგრძლივებს სიმპათიკური ნერვული სისტემის სტიმულაციას და ასტიმულირებს თერმოგენეზს.
მცენარე ბუნებრივად ხარობს სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. ის უაღრესად მდიდარია ქსანთინებით, კატექინებით, პროციანიდინებითა და კოფეინით – ამ უკანასკნელს შეიცავს თითქმის ორჯერ მეტი რაოდენობით, ვიდრე ყავის მარცვლები. გუარანაში შემავალი კოფეინი თრგუნავს ფოსფოდიესთერაზას აქტივობას, რითაც ზრდის უჯრედშიდა cAMP-ის კონცენტრაციას და ახდენს გამოხატულ თერმოგენულ ეფექტს. გარდა ამისა, გუარანას შეიძლება ჰქონდეს მადის დამთრგუნველი ეფექტიც, ასევე, ეფექტურად ასტიმულირებს და აძლიერებს ორგანიზმს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობისთვის ენერგიის ნაკლებობის დროს.
მწარე ფორთოხალი წარმოუდგენლად ლამაზი ხეა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იზრდება. მისი ნაყოფი უაღრესად მდიდარია ეთერზეთებითა და აქტიური ნივთიერებებით, როგორიცაა სინეფრინი და ა.შ. სინეფრინი არის თერმოგენული თვისებების მქონე ინგრედიენტი, რომლის გამოყენებაც იწვევს ლიპიდების დაშლის სტიმულირებას და სხეულში დაგროვებული ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებას. გარდა ამისა, მას მიეწერება უნარი, ხელი შეუწყოს სხეულის მწარმოებლურობას და ნახშირწყლებისა და ცხიმების მეტაბოლიზმს.
კოფეინი პურინის ალკალოიდია, რომელიც გვხვდება ყავაში, მატეში, მწვანე ჩაისა და ბევრ სხვა მცენარეში. ის ხელს უწყობს ფიზიკური შრომისუნარიანობის გაზრდას და ვარჯიშის დროს დაძაბულობის განცდის შემცირებას. მისმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ყურადღების გაუმჯობესება, სიფხიზლის გაზრდა და კონცენტრაციის დროის გაუმჯობესება.
უმაღლესი ხარისხის შავი წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს 95%-მდე პიპერინს. პიპერინი არის ალკალოიდი, რომელიც წიწაკის ზედა ფენებში გვხვდება და პასუხისმგებელია მის დამახასიათებელ გემოზე. მისი გამოყენება ხელს უწყობს თერმოგენეზს, ლიპიდების დაშლასა და საჭმლის მონელებას. გარდა ამისა, იგი ხელს უწყობს დანამატის სხვა კომპონენტების შეწოვას.
ვიტამინ B6 არის ერთ-ერთი აუცილებელი ვიტამინი კარგი ჯანმრთელობისთვის. ის ხელს უწყობს ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და სათანადო ენერგეტიკული ცვლის შენარჩუნებას. ამ ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს კონცენტრაციის პრობლემები, ნერვოზულობა, ანემია და კანის პრობლემები.
პანტოთენის მჟავა, რომელსაც ზოგჯერ ვიტამინ B5-ს უწოდებენ, აუცილებელი ვიტამინია, რომელიც საჭიროა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ის ხელს უწყობს დაღლილობისა და დაქანცულობის შეგრძნების შემცირებას, ასევე, ნორმალური ენერგეტიკული ცვლის შენარჩუნებას. მისმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს: სხეულის დასუსტება, თმის ცვენა, ძილის პრობლემები ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების მოშლა.
თუთია ჩართულია ბევრ პროცესში, რომლებიც აუცილებელია სათანადო ჯანმრთელობისა და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის შესანარჩუნებლად. ის მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების სწორ მეტაბოლიზმში, აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს და ხელს უწყობს ნაყოფიერების შენარჩუნებას. თუთიის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს კანისა და თმის მდგომარეობის გაუარესება, იმუნური სისტემის დასუსტება, ანემია და აკნეს წარმოქმნა.
როგორ უნდა მივიღოთ Fat Burn Active? | + |
ვის შეუძლია Fat Burn Active-ის მიღება? | + |
როდის შემიძლია, Fat Burn Active-ის ეფექტს ველოდო? | + |
რამდენ ხანს ჰყოფნის ერთი კოლოფი Fat Burn Active? | + |
Fat Burn Activeპორციის ზომა: 2 კაფსულაკონტეინერში პორციების რაოდენობა: 30 |
||
აქტიური ინგრედიენტები | რაოდენობა თითო პორციაში | |
---|---|---|
კოლეუს ფორსკოლის ფესვის ექსტრაქტი [10% ფორსკოლინი] | 250,00 მგ | |
მწვანე ჩაის ფოთლის ექსტრაქტი [40% EGCG] | 250,00 მგ | |
გუარანას თესლის ექსტრაქტი [22% კოფეინი] | 200,00 მგ | |
მიკროინკაფსულირებული ფენილკაფსაიცინი [1% ფენილკაფსაიცინი] – aXivite® | 112,00 მგ | |
მწარე ფორთოხლის ექსტრაქტი [6% სინეფრინი] | 100,00 მგ | |
სამოთხის მარცვლების თესლის ექსტრაქტი [12.5% 6-პარადოლი] | 80,00 მგ | |
ნატურალური უწყლო კოფეინი | 76,00 მგ | |
შავი წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტი [95% პიპერინი] – BioPerine® | 5,00 მგ | |
ვიტამინი B6 | 14,00 მგ (1000%*) | |
პანტოთენის მჟავა | 30,00 მგ (500%*) | |
თუთია | 10,00 მგ (100%*) |
* NRV - ნუტრიენტების საცნობარო მნიშვნელობა
ინგრედიენტები: კოლეუს ფორსკოლის ფესვის ექსტრაქტი (Coleus forskohlii) [10% ფორსკოლინი]; მწვანე ჩაის ფოთლის ექსტრაქტი (Camellia sinensis) [40% EGCG]; კაფსულის გარსი – ჟელატინი; გუარანას თესლის ექსტრაქტი (Paullinia cupana) [22% კოფეინი]; მიკროინკაფსულირებული ფენილკაფსაიცინი [1% ფენილკაფსაიცინი] – aXivite®; მწარე ფორთოხლის ექსტრაქტი (Citrus aurantium) [6% სინეფრინი]; ბრინჯის თესლის ექსტრაქტი (Oryza sativa); სამოთხის მარცვლების თესლის ექსტრაქტი (Aframomum melegueta) [12.5% 6-პარადოლი]; ნატურალური უწყლო კოფეინი (Coffea robusta); კალციუმ D-პანტოთენატი (პანტოთენის მჟავა); თუთიის ციტრატი; შემფერავი აგენტები – რკინის ოქსიდები და ჰიდროქსიდები, ტიტანის დიოქსიდი, აზორუბინი**; პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6); შავი წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტი (Piper nigrum) [95% პიპერინი] – BioPerine®.
**შეიძლება, უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვების აქტივობასა და ყურადღებაზე.
მიღების ინსტრუქცია: რეკომენდირებული დღიური დოზა – 2 კაფსულა 300 მლ წყალთან ერთად, სასურველია, ჭამის დროს.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. არ მიიჩნიოთ პროდუქტი მრავალფეროვანი ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. არ არის შესაფერისი ბავშვებისთვის, ორსულებისთვის ან მეძუძური დედებისთვის. შეიცავს კოფეინს, არ მოიხმაროთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან კოფეინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში, არ მიიღოთ სხვა პროდუქტებთან ერთად, რომლებიც კოფეინის ან მისი მსგავსი ეფექტების მქონე სხვა ინგრედიენტების წყაროა. ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი უმნიშვნელოვანესია.
შენახვა: შეინახეთ მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, მჭიდროდ დახურულ კონტეინერში. შეინახეთ პატარა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოყენების ვადა / სერიული ნომერი: იხილეთ შეფუთვის ქვედა მხარე.
წარმოების ქვეყანა: ევროკავშირი.
ნეტო წონა: 45,00 გ
1 მწარე ფორთოხლის შემცველობის გამო
2 კოლეუს ფორსკოლის შემცველობის გამო
3 მწვანე ჩაის შეცველობის გამო
4 შავი წიწაკის შემცველობის გამო
5 თუთიის შემცველობის გამო
6 პანთოტენის მჟავას შემცველობის გამო
aXivite® არის aXichem AB-ს რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.
BioPerine® არის Sabinsa-ს რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.