NuviaLab App
NuviaLab App
by NuviaLab Limited
მიწოდება მსოფლიოს მასშტაბით
100%-ით უსაფრთხო გადახდა
პრემიუმ ინგრედიენტები
დამზადებულია ევროპაში
კვირის შემოთავაზება: 20% ფასდაკლება Member XXL
Icon Icon Icon Icon Icon
GOAT Stamina
  • ხელს უწყობს კონცენტრაციასა და კოგნიტურ ფუნქციებს1
  • ზრდის სიფხიზლეს და ყურადღებას2
  • ხელს უწყობს ნორმალური მხედველობის შენარჩუნებას3,4
  • ამცირებს დაღლილობისა და დაქანცულობის შეგრძნებას4,5,6,7
აირჩიეთ პაკეტი
(რაც უფრო მეტს იყიდით, მით უფრო მეტს დაზოგავთ)
6-თვიანი მარაგი
შეიძინეთ 3 ნივთი
მიიღეთ 3 უფასოდ
76.50ლ /ც.
458.97ლ
3-თვიანი მარაგი
შეიძინეთ 2 ნივთი
მიიღეთ 1 უფასოდ
101.99ლ /ც.
305.98ლ
1-თვიანი მარაგი
შეიძინეთ 1 ნივთი
152.99ლ /ც.
152.99ლ
Icon Icon Icon Icon Icon
პროდუქტის აღწერილობა
დამატებითი ინფორმაცია

პროდუქტის აღწერილობა

ვისთვის არის განკუთვნილი GOAT Stamina?

GOAT Stamina არის ინოვაციური საკვები დანამატი, რომელიც შექმნილია გეიმერებისა და კიბერსპორტის მოთამაშეებისთვის. მისი უნიკალური ფორმულა დატვირთულია ინგრედიენტებით, რომლებიც ნებისმიერ თამაშში დომინირების საშუალებას მოგცემთ. GOAT Stamina დაგეხმარებათ, თქვენი უნარების მაქსიმალური პოტენციალი გამოავლინოთ, მიაღწიოთ ლაზერულ სიზუსტეს და სრულ კონცენტრაციას ყოველ სვლაზე. აირჩიეთ პროდუქტი, რომელიც იზრუნებს ყველა ასპექტზე, რომელიც თამაშის მოსაგებად გჭირდებათ და გაიუმჯობესეთ: კონცენტრაცია, რეაქციის დრო, ენერგია და მხედველობა.

გახდი G.O.A.T. GOAT Stamina-სთან ერთად!

 
რას შეიცავს GOAT Stamina?

 

ingredient
Cognivia™

უმაღლესი ხარისხის სამკურნალო სალბის ფოთლის ექსტრაქტისა და ესპანური სალბის მიკროკაფსულირებული ეთერზეთის უნიკალური კომბინაცია. კომპონენტების ეს უჩვეულო ნარევი ეფექტურად უწყობს ხელს კოგნიტურ მწარმოებლურობას, განსაკუთრებით, იმ ამოცანების შესრულებისას, რომლებიც გახანგრძლივებულ კონცენტრირებას საჭიროებენ. ის უზრუნველყოფს საუკეთესო შედეგებს ძალიან გრძელი სათამაშო სესიების დროსაც კი. კვლევებმა დაადასტურა ორივე ინგრედიენტის სინერგიული ეფექტი როგორც ერთჯერადი, ასევე სისტემატური გამოყენებისას. ასე რომ, შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ GOAT Stamina დაეხმარება თქვენს შრომისუნარიანობას ნებისმიერ დროს, როცა ეს დაგჭირდებათ.

ingredient
EnXtra™

უმაღლესი ხარისხის ტაილანდური გალანგალის ფესურას ექსტრაქტი. დადასტურებულია, რომ EnXtra™ ზრდის სიფხიზლესა და კონცენტრაციის უნარს 5 საათამდე ხანგრძლივობით, გულისცემის ან არტერიული წნევის გაზრდის გარეშე. ეს კომპონენტი ძალიან კარგად ეხამება კოფეინს, რადგან აძლიერებს კოფეინის ეფექტს და აქრობს ეგრეთწოდებულ „კოფეინის კრეშ სინდრომს“, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაქვეითებული განწყობა, გაღიზიანებადობა და მენტალური მწარმოებლურობის შემცირება.

ingredient
უწყლო კოფეინი

კოფეინი არის ალკალოიდი, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ყავის მარცვლებში, კაკაოში ან ჩაიში. კოფეინის მიღება აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს, რეაქციის სიჩქარესა და კოგნიტურ ფუნქციებს. გარდა ამისა, ის ამცირებს დაძაბულობის შეგრძნებას და ზრდის გამძლეობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანგრძლივი თამაშების დროს.

ingredient
L-თეანინი მწვანე ჩაის ფოთლების ექსტრაქტიდან

L-თეანინი არის ნივთიერება, რომელსაც ნოოტროპული ეფექტი აქვს, ანუ, გავლენას ახდენს კოგნიტურ ფუნქციებზე. კოფეინთან შერწყმისას ის სინერგიულად ზრდის რეაქციის სიჩქარეს, აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებსა და მხედველობით ყურადღებას. გარდა ამისა, ის ძილის ხარისხსაც აუმჯობესებს და ამცირებს სტრესის დონეს, რაც საშუალებას გაძლევთ, ეფექტურად დაისვენოთ იმ ძლიერი ემოციების შემდეგაც კი, რომლებსაც თამაშის დროს განიცდით.

ingredient
ტაურინი

ტაურინი არის არაცილოვანი ამინომჟავა, რომელიც ორგანიზმში ბევრ ფუნქციას ასრულებს. ტვინის განვითარებისას ადამიანის ორგანიზმში ტაურინის მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება და ამ პროცესის დასრულების შემდეგ მისი დონე მკვეთრად იკლებს. ეს არის შრომისუნარიანობის გამაძლიერებელი დანამატებისა და ენერგეტიკული სასმელების მნიშვნელოვანი კომპონენტი.

ingredient
L-ციტრულინის მალატი 2:1

ციტრულინის ამინომჟავისა და ვაშლის მჟავას ერთობლიობა ერთ მოლეკულაში. ნივთიერება, რომელსაც აფასებენ პროფესიონალი სპორტსმენები თავისი თვისებების გამო, ხელი შეუწყოს აზოტის ოქსიდის გამომუშავებას. ხელს უწყობს ფიზიკური შრომისუნარიანობის გაზრდას, დაღლილობის შემცირებას და მსუბუქად აუმჯობესებს სისხლის ნაკადს.

ingredient
N-აცეტილ-L-კარნიტინი

N-აცეტილ-L-კარნიტინი მნიშვნელოვანი ნივთიერებაა ორგანიზმში მიმდინარე მრავალი პროცესისთვის. მას ახასიათებს თვისებები, რომლებიც ხელს უწყობს მეხსიერებისა და ლოგიკური აზროვნების გაუმჯობესებას. გარდა ამისა, მას შეუძლია, შეამციროს დაღლილობა და გააუმჯობესოს განწყობა ნერვულ სისტემაში ნეირომედიატორების დონის ზრდის გამო.

ingredient
მოცვის ნაყოფის ექსტრაქტი

მოცვი მრავალწლოვანი მცენარის სახეობაა მანანასებრთა ოჯახიდან. ის უკიდურესად მდიდარია ანტიოქსიდანტებით და მასში შემავალი ანთოციანიდინები ხელს უწყობს ბადურას ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებას, ზრდის სინათლის ცვლილებებისადმი მისი ადაპტირების უნარს და აუმჯობესებს მხედველობას სიბნელეში. მოცვის შემადგენლობაში შემავალი ფიტონუტრიენტები შესანიშნავია ნორმალური მხედველობის შესანარჩუნებლად, რადგან ისინი აძლიერებენ თვალის კაპილარებს და აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას.

ingredient
A ვიტამინი

ერთ-ერთი ვიტამინი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ის ხელს უწყობს ნორმალური მხედველობის შენარჩუნებას, მონაწილეობს ჰორმონების სინთეზსა და იმუნური სისტემის უჯრედების მომწიფებაში. მისმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს სიბნელეში მხედველობის გაუარესება, ბადურას და რქოვანას გამოშრობა და კანის დაზიანება.

ingredient
E ვიტამინი

ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელსაც ზოგჯერ ახალგაზრდობის ვიტამინსაც უწოდებენ. ის იცავს უჯრედებს, ცილებსა და ლიპიდებს ოქსიდაციური სტრესისგან. მისი დეფიციტი შეიძლება გამოვლინდეს კონცენტრაციის უნარის დაქვეითებით, მხედველობის დარღვევითა და ნევროლოგიური პრობლემებით.

ingredient
თიამინი

თიამინი, ასევე ცნობილი, როგორც ვიტამინი B1, ყოველდღიური დიეტის აუცილებელი კომპონენტია. ის ეხმარება ნერვულ სისტემას ნორმალურ ფუნქციონირებაში და ხელს უწყობს ნორმალური ენერგეტიკული ცვლის შენარჩუნებას. მისმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, კონცენტრაციისა და მეხსიერების პრობლემები.

ingredient
რიბოფლავინი

რიბოფლავინი, ანუ ვიტამინი B2, ორგანიზმში მიმდინარე ბევრ ფიზიოლოგიურ პროცესში მონაწილეობს. მისი მიღება ხელს უწყობს ნორმალური მხედველობის შენარჩუნებას, ამცირებს დაღლილობის გრძნობას და ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. რიბოფლავინის ნაკლებობა ვლინდება ლიბიდოს დაქვეითებით, მუდმივი დაღლილობის შეგრძნებით, ყურადღების კონცენტრაციისა და ემოციური წონასწორობის პრობლემებით.

ingredient
B6 ვიტამინი

ვიტამინი B6, რომელსაც ზოგჯერ პირიდოქსინსაც უწოდებენ, არის ერთ-ერთი მთავარი ნივთიერება სხეულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ორგანიზმში B6 ვიტამინის საკმარისი მოხვედრა ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, შესაბამისი ფსიქოლოგიური ფუნქციების შენარჩუნებას და ამცირებს დაღლილობის გრძნობას. ვიტამინი B6-ის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა, კონცენტრაციის პრობლემები, ნერვოზულობა და ცუდი განწყობა.

ingredient
ვიტამინი B12

ვიტამინი B12 უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში და მისი სათანადო ფუნქციონირებისთვის საჭიროა ამ ვიტამინის საკმარისი დონე. ვიტამინი B12 მონაწილეობს ნერვული ბოჭკოების ფორმირებაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნეიროტრანსმიტერების სინთეზში, როგორიცაა დოფამინი და სეროტონინი. ის ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამცირებს გადაღლილობისა და დაღლილობის გრძნობას და ასევე ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების სწორად გამომუშავებას. მისმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაქვეითება, თავბრუსხვევა, ანემია და გულისრევა.

ingredient
პანტოთენმჟავა

პანტოთენმჟავა, რომელსაც ზოგჯერ ვიტამინ B5-საც უწოდებენ, არის ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს მენტალური მწარმოებლურობის მაღალ დონეზე შენარჩუნებას. ის ხელს უწყობს ნორმალური ენერგეტიკული ცვლის შენარჩუნებას და ამცირებს დაღლილობისა და დაქანცულობის შეგრძნებას. პანტოთენის მჟავის ნაკლებობა იწვევს კონცენტრაციის პრობლემებს, ძილის დარღვევას და იმუნიტეტის დაქვეითებას.

ხშირად დასმული შეკითხვები

როგორ უნდა მივიღოთ GOAT Stamina? +
გახსენით რეკომენდირებული დღიური დოზა 6 გ (1 ბრტყელი საზომი კოვზი) 300-500 მლ ცივ წყალში (სასმელი ან გაზიანი), ინტენსიურად მოურიეთ მინიმუმ ნახევარი წუთის განმავლობაში.
ვის შეუძლია, GOAT Stamina მიიღოს? +
GOAT Stamina არის საკვები დანამატი, რომელიც განკუთვნილია ქალებისა და მამაკაცებისთვის. არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის, ორსულებისთვის ან მეძუძური დედებისთვის. შეიცავს კოფეინს, არ მიიღოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან კოფეინისადმი ჰიპერმგრძნობელობის არსებობის შემთხვევაში, არ მიიღოთ სხვა პროდუქტებთან ერთად, რომლებიც კოფეინის ან მსგავსი ეფექტების მქონე სხვა ინგრედიენტების წყაროა.
რამდენი ხანი ჰყოფნის GOAT Stamina-ს ერთი შეფუთვა? +
GOAT Stamina-ს თითოეული შეფუთვა შეიცავს 30 პორციას.
 
დეტალები დანამატზე
GOAT Stamina
პორციის ზომა: 6 გ (1 ბრტყელი საზომი კოვზი)
კონტეინერში პორციების რაოდენობა: 30
აქტიური ინგრედიენტები პორციაში შემავალი რაოდენობა
L-ტაურინი 1000,00 მგ
L-ციტრულინის მალატი 2:1 1000,00 მგ
N-აცეტილ-L-კარნიტინი 500,00 მგ
სამკურნალო სალბის ფოთლის ექსტრაქტი და მიკროკაფსულირებული ესპანური სალბის ეთერზეთი - Cognivia™ 400,00 მგ
ტაილანდური გალანგალის ფესურას ექსტრაქტი – EnXtra™ 300,00 მგ
უწყლო კოფეინი 200,00 მგ
მწვანე ჩაის ფოთლების ექსტრაქტის L-თეანინი 100,00 მგ
მოცვის ნაყოფის ექსტრაქტი 100,00 მგ
ქოლინი 80,00 მგ
A ვიტამინი 800,00 მკგ (100%*)
E ვიტამინი 12,00 მგ (100%*)
თიამინი 1,10 მგ (100%*)
რიბოფლავინი 1,40 მგ (100%*)
B6 ვიტამინი 1,40 მგ (100%*)
B12 ვიტამინი 25,00 მკგ (1000%*)
პანტოთენმჟავა 6,00 მგ (100%*)

* NRV - ნუტრიენტების საცნობარო მნიშვნელობა

ინგრედიენტები: L-ტაურინი; L-ციტრულინის მალატი 2:1; არომატიზატორი; N-აცეტილ-L-კარნიტინი; მალტოდექსტრინი; ტაილანდური გალანგალის ფესურას ექსტრაქტი (Alpinia galanga) – EnXtra™; მჟავიანობის მარეგულირებელი – ლიმონმჟავა; სამკურნალო სალბის ფოთლის ექსტრაქტი (Salvia officinalis); მიკროკაფსულირებული ესპანური სალბის ეთერზეთი (Salvia lavandulifolia); უწყლო კოფეინი; კომპონენტების შეერთების საპრევენციო აგენტი – სილიციუმის დიოქსიდი; L-ქოლინის ბიტარტრატი; მწვანე ჩაის ფოთლის ექსტრაქტი (Camellia sinensis) [98% L-თეანინი]; მოცვის ნაყოფის ექსტრაქტი (Vaccinium myrtillus); გამასქელებელი – ქსანთანის რეზინი; გამასქელებელი – გუარის რეზინი; ციანოკობალამინი (B12 ვიტამინი); დამატკბობელი – სუკრალოზა; DL-ალფა-ტოკოფერილის აცეტატი (E ვიტამინი); დამატკბობელი – სტევიოლის გლიკოზიდები; რეტინოლის აცეტატი (ვიტამინი A); შემღებავი აგენტი – აზორუბინი**; კალციუმის D-პანტოთენატი (პანტოთენის მჟავა); პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (B6 ვიტამინი); რიბოფლავინი; თიამინის მონონიტრატი (თიამინი).
** შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს ბავშვების აქტივობასა და ყურადღებაზე.
Cognivia™ არის Nexira-ს რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.
enXtra™ არის OmniActive Health Technologies-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.
მიღების ინსტრუქცია: გახსენით რეკომენდირებული დღიური დოზა, 6 გ (1 ბრტყელი საზომი კოვზი) 300–500 მლ ცივ წყალში (ჩვეულებრივში ან გაზირებულში), ინტენსიურად მოურიეთ მინიმუმ ნახევარი წუთის განმავლობაში.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. არ მიიჩნიოთ ის მრავალფეროვანი დაბალანსებული კვების ან ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის, ორსულებისთვის ან მეძუძური დედებისთვის. შეიცავს კოფეინს, არ მიიღოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან კოფეინისადმი ჰიპერმგრძნობელობის არსებობის შემთხვევაში, არ მიიღოთ სხვა პროდუქტებთან ერთად, რომლებიც კოფეინის ან მისი მსგავსი ეფექტების მქონე სხვა ინგრედიენტების წყაროა. დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი უმნიშვნელოვანესია.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, მჭიდროდ დახურულ კონტეინერში. შეინახეთ პატარა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მოქმედების ვადა / სერიული ნომერი: იხილეთ შეფუთვის ქვედა მხარე.
წარმოების ქვეყანა: ევროკავშირი.
ნეტო წონა: 180.00 გრ

1 ესპანური სალბის შემცველობის გამო
2 კოფეინის შემცველობის გამო
3 A ვიტამინის შემცველობის გამო
4 რიბოფლავინის შემცველობის გამო
5 B6 ვიტამინის შემცველობის გამო
6 B12 ვიტამინის შემცველობის გამო
7 პანტოთენმჟავას შემცველობის გამო

თქვენი შეკვეთის განსათავსებლად აქ დააკლიკეთ!