

Meltamin რევოლუციური ცხიმისმწველია, რომელსაც ადვილად მოსამზადებელი კაქტუსის სასმელის სახე აქვს. ის ინგრედიენტების უნიკალურ კომპლექსს შეიცავს, რომლებიც ჭარბი ცხიმის გამოდევნას ასტიმულირებს და ეფექტურად უწყობს ხელს ვარჯიშისას გამძლეობის შენარჩუნებას.
ეს პროდუქტი განსაკუთრებით რეკომენდირებულია პროფესიონალი სპორტსმენებისა და ყველა იმ პირისთვის, ვისაც მაქსიმალური კუნთური მწარმოებლურობის მიღწევა და ფორმის გაუმჯობესება სურს. Meltamin ხელს უწყობს როგორც ქალის, ისე მამაკაცის სხეულის სასურველი ფორმის ჩამოყალიბებას, მისი შეკვრის პატარა ზომა მისი ნებისმიერ ადგილას წაღების საშუალებას იძლევა.
ენდეთ Meltamin-ის აქტიური ინგრედიენტების ძალას და გადაადნეთ ჭარბი ცხიმი!
უმაღლესი ხარისხის ეკლიანი მსხლის ნაყოფის ექსტრაქტი. ეს უჩვეულო მცენარე კაქტუსების ოჯახს მიეკუთვნება და მექსიკაში ხარობს. ეკლიანი მსხლის ნაყოფი ინდიკაქსანტინის უმდიდრესი წყაროა, რაც ბეტალაინის პიგმენტის ყველაზე ხელმისაწვდომი ფორმაა მეცნიერულად დამტკიცებული თვისებებით. ეს ნივთიერება აღსანიშნავ ანტიოქსიდანტურ თვისებებს ფლობს, ზღუდავს წყლის შეკავებას და ასტიმულირებს მის გამოყოფას ორგანიზმიდან. ის გამოკვეთს კუნთების მოხაზულობას, წელის მოყვანილობას ამცირებს და ახდუნებს. ინგრედიენტის ეფექტები დამტკიცებულია კლინიკური კვლევებით, სადაც მომხმარებელთა 80%-ზე მეტი კმაყოფილებას გამოხატავდა Cacti-Nea™-ს ეფექტებით.
გარცინია კამბოჯიას ნაყოფის ექსტრაქტი 50% HCA-ს შეიცავს. HCA, ანუ ჰიდროქსილიმონმჟავა, მრავალი დადებითი თვისების მქონე ნივთიერებაა, რომლებიც სხეულის მასის კონტროლში მონაწილეობს. HCA ცხიმოვანი უჯრედების წარმოქმნასა და სხეულში მათ დაგროვებას აინჰიბირებს. ამასთანავე, ის ასევე ამცირებს შიმშილსა და წახემსების სურვილს სისხლში გლუკოზასა და ცხიმების ნორმალური კონცენტრაციის შემანარჩუნებელი თვისებების გამო.
გუარანა არის მცენარე, რომელიც სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში ხარობს. ის კოფეინის ბუნებრივი წყაროა, რომელიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს სხეულის მწარმოებლურობაზე და დაღლილობის დონეზე. დამატებით, გუარანაში შემავალი კოფეინი აინჰიბირებს ფოსფოდიესთერაზას აქტივობას, ციკლური ამფ-ის კონცენტრაციას ზრდის და შედეგად თერმოგენულ ეფექტს ახანგრძლივებს. მაგრამ ეს ყველაფერი არაა, გუარანა ასევე ცხიმების მეტაბოლიზმსა და დაგროვებული ცხიმის შემცირებას აძლიერებს. მას მადის შემცირებაც შეუძლია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კალორიების შეზღუდვის პერიოდებში.
მწარე ფორთოხალი, ასევე ცნობილი, როგორც Seville orange, ამ ხილის სამი მთავარი სახეობიდან ერთ-ერთია. სინეფრინი, რომელსაც ის შეიცავს, თერმოგენული ჯგუფის ნივთიერებაა, რომელიც ხელს უწყობს ლიპიდების დაშლას და ამცირებს სხეულში დაგროვებული ცხიმის რაოდენობას. ის ასევე განაპირობებს სხეულის მწარმოებლურობის ზრდას და ხელს უწყობს ნახშირწყლებისა და ცხიმების მეტაბოლიზს.
მწვანე ჩაის ფოთლის ექსტრაქტი სტანდარტიზებულად 40%-მდე EGCG-ს შეიცავს. EGCG, ანუ ეპიგალოკატექინის გალატი, არის პოლიფენოლი, რომელიც შესანიშნავ ანტიოქსიდანტურ თვისებებს ფლობს. მას შეუძლია, ხელი შეუწყოს წონის კლებას, სხეულის ლიპიდური პროფილის გაუმჯობესებასა და სისხლში გლუკოზას დონის დარეგულირებას. EGCG-ს მოქმედების მექანიზმი COMT-ის ინჰიბირებაში მდგომარეობს, რომელიც ნორეპინეფრინის დამშლელ ენზიმს წარმოადგენს. შედეგად, ხანგრძლივდება სიმპათიკური ნერვული სისტემის სტიმულაცია და სტიმულირდება თერმოგენეზი.
ნივთიერება, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ყავის მარცვლებში, ჩაის ფოთლებსა და კაკაოში. ის ხელს უწყობს ფიზიკური შრომისუნარიანობის ზრდას და ამცირებს ვარჯიშის დროს ძალის დატანების შეგრძნებას. ამასთანავე, ის ასევე აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარსა და ყურადღებას და ზრდის სიფხიზლეს.
ჟოლოს ნაყოფი, რომელსაც ძირითადად კულინარიული დანიშნულებით იყენებენ, სხეულის მოვლისთვისაც წარმატებით გამოიყენება. ჟოლოს კეტონები, რომელთაც ის შეიცავს, კაფსაიცინის მსგავსი აგებულების გამო, მეტაბოლიზმს ასტიმულირებს და წონის მატებას ეწინააღმდეგება. პრეკლინიკური კვლევები დამაიმედებელია და მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება იმისთვის, რომ დადასტურდეს ჟოლოს კეტონების ეფექტურობა.
შავი წიწაკის ნაყოფის უმაღლესი ხარისხის ექსტრაქტი, რომელიც 95%-მდე პიპერინს შეიცავს. პიპერინი არის ალკალოიდი, რომელიც წიწაკის განმასხვავებელ გემოზეა პასუხისმგებელი. ის ზრდის თერმოგენეზის ინტენსიურობას, ხელს უწყობს ლიპიდების დაშლას და აუმჯობესებს დანამატის აქტიური ინგრედიენტებისა და საკვებიდან მიღებული საკვები ნივთიერებების შეწოვას.
B6 ვიტამინი, ასევე პირიდოქსინად წოდებული, ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვიტამინია. ის სხეულში მიმდინარე მრავალ პროცესშია ჩართული და ამცირებს დაღლილობისა და დაქანცულობის შეგრძნებას. მისი დეფიციტი შესაძლოა კონცენტრაციის პრობლემებს, დაღლილობასა და კანის ცვლილებებს იწვევდეს.
პანტოთენის მჟავა, ასევე ცნობილი, როგორც B5 ვიტამინი, უმნიშვნელოვანესია სხეულში მიმდინარე მრავალი პროცესისთვის. ის მონაწილეობს სტეროიდული ჰორმონების სინთეზში, ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას და არსებითი მნიშვნელობა აქვს ანტისხეულების სინთეზში. მისი დეფიციტი შესაძლოა, სხვა დარღვევებთან ერთად, კრუნჩხვებს, სხეულის სისუსტეს, კანის ცვლილებებსა და ძილის დარღვევებს იწვევდეს.
ქრომი არის მიკრონუტრიენტი, რომელიც უმნიშვნელოვანესია სხეულში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების წარმართვისთვის. ის ხელს უწყობს სისხლში გლუკოზას ნორმალური დონის შენარჩუნებას, რამაც ასევე შესაძლოა წახემსების სურვილი და კვებათა შორის წახემსების ეპიზოდები შეამციროს.
როგორ უნდა მივიღოთ Meltamin? | + |
ვის შეუძლია Meltamin-ის მიღება? | + |
როდის შემიძლია, Meltamin-ის მიღების ეფექტებს ველოდო? | + |
რამდენ ხანს ჰყოფნის Meltamin-ის ერთი შეფუთვა? | + |
Meltaminპორციის ზომა: 5 გ (1 ბრტყელი საზომი კოვზი)კონტეინერში პორციების რაოდენობა: 30 |
||
აქტიური ინგრედიენტები | რაოდენობა თითო პორციაში | |
---|---|---|
ეკლიანი მსხლის ნაყოფის ექსტრაქტი – Cacti-Nea™ | 1000,00 მგ | |
გარცინია კამბოჯიას ნაყოფის ექსტრაქტი [50% HCA] – Citrin® K | 750,00 მგ | |
ჟოლოს ნაყოფის ექსტრაქტი [50% ჟოლოს კეტონები] | 200,00 მგ | |
უწყლო კოფეინი | 178,00 მგ | |
გუარანას თესლის ექსტრაქტი [22% კოფეინი] | 100,00 მგ | |
მწარე ფორთოხლის ნაყოფის ექსტრაქტი [6% სინეფრინი] | 100,00 მგ | |
მწვანე ჩაის ფოთლის ექსტრაქტი [40% EGCG] | 100,00 მგ | |
შავი წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტი [95% პიპერინი] – BioPerine® | 2,00 მგ | |
B6 ვიტამინი | 1,40 მგ (100%*) | |
პანტოთენის მჟავა | 6,00 მგ (100%*) | |
ქრომი | 40,00 მკგ (100%*) |
* NRV - ნუტრიენტების საცნობარო მნიშვნელობა
ინგრედიენტები: ეკლიანი მსხლის ნაყოფის ექსტრაქტი (Opuntia ficus-indica) – Cacti-Nea™; მჟავიანობის მარეგულირებელი – ლიმონმჟავა; გარცინია კამბოჯიას ნაყოფის ექსტრაქტი (Garcinia cambogia) [50% HCA] – Citrin® K; არომატიზატორი; ჟოლოს ნაყოფის ექსტრაქტი (Rubus idaeus) [50% ჟოლოს კეტონები]; უწყლო კოფეინი; გუარანას თესლის ექსტრაქტი (Paullinia cupana) [22% კოფეინი]; მწარე ფორთოხლის ნაყოფის ექსტრაქტი (Citrus aurantium) [6% სინეფრინი]; მწვანე ჩაის ფოთლის ექსტრაქტი (Camellia sinensis) [40% EGCG]; გამასქელებელი – ქსანთანის რეზინი; გამასქელებელი – გუარის რეზინი; დამატკბობელი – სუკრალოზა; დამატკბობელი – სტევიოლის გლიკოზიდები; კალციუმ D-პანტოთენატი (პანტოთენის მჟავა); შემღებავი აგენტი – აზორუბინი**; პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (B6 ვიტამინი); შავი წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტი (Piper nigrum) [95% პიპერინი] – BioPerine®; ქრომის პიკოლინატი.
** შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს ბავშვების აქტივობასა და ყურადღებაზე.
Cacti-Nea™ არის Nexira-ს რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.
BioPerine® და Citrin® K არიან Sabinsa-ს რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნები.
მიღების ინსტრუქცია: გახსენით რეკომენდირებული დღიური დოზა 5 გ (1 ბრტყელი საზომი კოვზი) 300 მლ წყალში და ძლიერად მოურიეთ მინიმუმ ნახევარი წუთის განმავლობაში.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. არ მიიჩნიოთ პროდუქტი მრავალფეროვანი ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის, ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. შეიცავს კოფეინს, არ მიიღოთ კარდიოვასკულარული დაავადებების ან კოფეინისადმი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. არ მიიღოთ სხვა პროდუქტებთან ერთად, რომლებიც კოფეინის ან მისი მსგავსი ეფექტის მქონე სხვა ინგრედიენტების წყაროა. ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი უმნიშვნელოვანესია.
შენახვა: შეინახეთ მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, მჭიდროდ დახურულ კონტეინერში. შეინახეთ პატარა ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოყენების ვადა / სერიული ნომერი: იხილეთ შეფუთვის ქვედა მხარე.
წარმოების ქვეყანა: ევროკავშირი.
ნეტო წონა: 150.00 გ
1 ეკლიანი მსხლის შემცველობის გამო
2 გარცინია კამბოჯიას შემცველობის გამო
3 გუარანას შემცველობის გამო
4 ჟოლოს შემცველობის გამო
5 მწვანე ჩაის შემცველობის გამო
6 კოფეინის შემცველობის გამო
7 ქრომის შემცველობის გამო