

ღამე განსაკუთრებული პერიოდია თქვენი ორგანიზმისთვის. სათანადო დასვენება დატვირთვის შემდგომ რეგენერაციას უზრუნველყოფს, გაძლევთ ენერგიას და გეხმარებათ, შემდეგი დღის გამოწვევებს სრული ძალებით შეხვდეთ. ძილის დროს მეტაბოლიზმი ნელდება, სხეულის ტემპერატურა ეცემა, უჯრედები განახლდება და ზრდის ჰორმონი გაძლიერებულად წარმოიქმნება. როგორ შეიძლება თქვენ სასარგებლოდ ამის გამოყენება?
Night Mega Burner არის უნიკალური საკვები დანამატი, რომელიც ღამის განმავლობაში ცხიმების დაწვის უზრუნველსაყოფადაა შემუშავებული. იგი ინგრედიენტების უნიკალურ ნაზავს შეიცავს, რომლებიც სინერგიულად და სხვადასხვა მიმართულებით მოქმედებს: განაპირობებს ჭარბი წონის შემცირებას, ასტიმულირებს მეტაბოლიზმს, იწვევს მოდუნებას და აადვილებს ჩაძინებას. Night Mega Burner თავისუფალია სტიმულატორებისგან უწყვეტი ძილისა და ძალების სათანადო აღდგენის უზრუნველსაყოფად.
გონივრულად აირჩიეთ და ღამის განმავლობაშიც იზრუნეთ სხეულზე! იძინეთ მშვიდად და დაწვით ცხიმი!
მადაგასკარის აფრამონი, ასევე ცნობილი სამოთხის მარცვლის სახელით, მცენარეა, რომელიც აფრიკაში ხარობს. ის უაღრესად მდიდარია 6-პარადოლით, ქიმიური ნაერთით, რომელიც წონის კლების ხელშემწყობ უნიკალურ თვისებებს ფლობს. კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ მას სხეულის ენერგოდანახარჯის გაზრდა და ცხიმის შემცირების სტიმულაცია შეუძლია, გარდა ამისა, აუმჯობესებს სხეულის ლიპიდურ პროფილსაც. ამასთანავე, მას თერმოგენული ეფექტებიც აქვს, აძლიერებს გლუკოზას მოხმარებას და აინჰიბირებს ადიპოციტებში ლიპიდების სინთეზს.
აშვაგანდას ექსტრაქტი სტანდარტიზებულად 5% ვიტანოლიდებს შეიცავს. ასევე Withania somnifera სახელწოდებით ცნობილი ეს მცენარე სხეულს სხვადასხვა დონეზე ეხმარება. კვლევები აჩვენებს, რომ იგი ეფექტურად ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარსა და კოგნიტურ ფუნქციებს, აუმჯობესებს ძილის ხარისხსაც. გარდა ამისა, KSM-66®-ის გამოყენება ეფექტურად აუმჯობესებს ვარჯიშის დროს კარდიოვასკულარულ ფუნქციებს, ამცირებს სხეულის ცხიმს, აუმჯობესებს კუნთების აღდგენას, აძლიერებს კუნთურ ძალასა და ზრდის სიჩქარეს.
მწვანე ჩაის ფოთლების უმაღლესი ხარისხის ექსტრაქტი 40%-მდე EGCG-ს შეიცავს. EGCG, ანუ ეპიგალოკატექინის გალატი არის პოლიფენოლი, რომელიც ძლიერ ანტიოქსიდანტურ ეფექტს ავლენს. მას ცხიმის შემცირების, სხეულის ლიპიდური პროფილის გაუმჯობესებისა და სისხლში გლუკოზას დონის რეგულირების უნარი აქვს. EGCG-ს მოქმედების მექანიზმი COMT ენზიმის ინჰიბირებაა, რომელიც ნორეპინეფრინს შლის და ნაერთი სწორედ ამ გზით ახანგრძლივებს სიმპათიკური ნერვული სისტემის სტიმულაციას და ააქტივებს თერმოგენეზს.
ზაფრანას ბუტკოს ექსტრაქტი კროცინისა და საფრანალის გარანტირებულ რაოდენობას შეიცავს. მის ეფექტურობას კლინიკური კვლევები ადასტურებს. ნაჩვენებია, რომ ის საკვლევ პირთა 100%-ში იწვევდა ძილის ზოგადი ხარისხის გაუმჯობესებას, ჩაძინების გაადვილებას, შფოთვის მოხსნას, გაღვიძებისას გამოძინებულ და ენერგიულ თვითგრძნობას. იმ პირთა 86%-მა, რომლებიც Saffr’Activ®-ს იღებდნენ, განაცხადეს, რომ კვლევის დასრულების შემდეგაც მკურნალობის გაგრძელება სურდათ.
L-თეანინი არის ამინომჟავა, რომელიც მწვანე ჩაის ფოთლებში მოიპოვება. მას ნოოტროპული ეფექტი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტვინისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას უწყობს ხელს. L-თეანინი ეფექტურად აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს, კრეატიულობასა და მეხსიერებას. გარდა ამისა, ის სტრესსაც ამცირებს, ანტიდეპრესანტულ და ნეიროპროტექტორულ თვისებებს ავლენს.
ბარამბო ხშირად ერთ-ერთი პირველი ასოციაციაა, რომელიც განწყობისა და თვითგრძნობის ამამაღლებელ ბალახებზე საუბრისას ჩნდება. ამგვარი დამოკიდებულება სამართლიანიცაა, რადგან მას ანტიკური ხანიდან გამოიყენებენ როგორც სამკურნალო, ისე კულინარიული მიზნით. ის მოდუნებას, ჩაძინების გაადვილებას, პოზიტიური განწყობისა და ნორმალური კოგნიტური ფუნქციების შენარჩუნებას განაპირობებს.
შავი წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტი, რომელიც 95% პიპერინს შეიცავს. პიპერინი არის ალკალოიდი, რომელიც წიწაკის გამორჩეულ გემოზეა პასუხისმგებელი. მას ასევე თერმოგენეზის მასტიმულირებელი თვისებებიც აქვს, რაც სითბოს წარმოქმნის პროცესს გულისხმობს, შედეგად, ენერგიის გაძლიერებულ ხარჯვას იწვევს და წონის კლებაში მონაწილეობს.
ვიტამინი B6 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი სხეულის სათანადო ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ის ნერვული სისტემის შესაბამის ფუნქციონირებას განაპირობებს და მონაწილეობს სათანადო ენერგეტიკული მეტაბოლიზმის შენარჩუნებაში. მისი დეფიციტი შეიძლება იწვევდეს კონცენტრაციის გაძნელებას, ნერვოზულობას, ანემიასა და კანის პრობლემებს.
მაგნიუმის ბუნებრივი ფორმა, რომელიც კრისტალურად სუფთა ზღვის წყლიდან მოიპოვება. ის ნორმალური ენერგეტიკული მეტაბოლიზმის შენარჩუნებას, დაღლილობისა და დაქანცულობის შეგრძნების შემცირებას განაპირობებს. გარდა ამისა, ის ასევე ნორმალური მენტალური ფუნქციების შენარჩუნებასა და ელექტროლიტური ბალანსის დაცვაშია ჩართული.
N-აცეტილ-L-თიროზინი თიროზინიდან წარმოებული ამინომჟავაა. ის იმ დანამატების პოპულარული ინგრედიენტია, რომლებიც ნერვული სისტემისა და ტვინის ფუნქციონირებას უწყობს ხელს. თიროზინი არის ენდოგენური ამინომჟავა, რომელიც ჩართულია ჰორმონების სინთეზში და უჯრედშიდა ბიოლოგიური მესენჯერის როლში გვევლინება.
როგორ უნდა მივიღოთ Night Mega Burner? | + |
ვის შეუძლია Night Mega Burner-ის მიღება? | + |
როდის უნდა ველოდო Night Mega Burner-ის გამოყენების ეფექტებს? | + |
რამდენ ხანს ჰყოფნის Night Mega Burner-ის ერთი შეფუთვა? | + |
Night Mega Burnerპორციის ზომა: 2 კაფსულაკონტეინერში პორციების რაოდენობა: 30 |
||
აქტიური ინგრედიენტები | პორციაში შემავალი რაოდენობა | |
---|---|---|
N-აცეტილ-L-თიროზინი | 250,00 მგ | |
L-თეანინი მწვანე ჩაის ფოთლების ექსტრაქტიდან | 200,00 მგ | |
აშვაგანდას ფესვის ექსტრაქტი [5% ვიტანოლიდები] – KSM-66® | 200,00 მგ | |
მწვანე ჩაის ფოთლების ექსტრაქტი [40% EGCG] | 150,00 მგ | |
ბარამბოს მცენარეული ექსტრაქტი | 100,00 მგ | |
სამოთხის მარცვლების თესლის ექსტრაქტი [12.5% 6-პარადოლი] | 80,00 მგ | |
ზაფრანას სტიგმის ექსტრაქტი [0,4% კროცინი, 0,4% საფრანალი] – Saffr’Activ® | 30,00 მგ | |
შავი წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტი [95% პიპერინი] – BioPerine® | 2,00 მგ | |
B6 ვიტამინი | 10,00 მგ (714%*) | |
მაგნიუმი – Aquamin™ Mg | 56,25 მგ (15%*) |
* NRV – ნუტრიენტების საცნობარო მნიშვნელობა
ინგრედიენტები: N-აცეტილ-L-თიროზინი; შემომგარსველი აგენტი (კაფსულის გარსი) – ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა; მწვანე ჩაის ფოთლების ექსტრაქტი (Camellia sinensis) [98% L-თეანინი]; აშვაგანდას ფესვის ექსტრაქტი (Withania somnifera) [5% ვიტანოლიდები] – KSM-66®; მაგნიუმის ჰიდროქსიდი – Aquamin™ Mg; მწვანე ჩაის ფოთლების ექსტრაქტი (Camellia sinensis) [40% EGCG]; ბარამბოს მცენარეული ექსტრაქტი (Melissa officinalis); სამოთხის მარცვლების თესლის ექსტრაქტი (Aframomum melegueta) [12.5% 6-პარადოლი]; აკაციის ბოჭკოვანი; ზაფრანას სტიგმის ექსტრაქტი (Crocus sativus) [0,4% კროცინი, 0,4% საფრანალი] – Saffr’Activ®; პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (B6 ვიტამინი); შავი წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტი (Piper nigrum) [95% პიპერინი] – BioPerine®.
Aquamin™ Mg არის Marigot Ltd.-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.
BioPerine® არის Sabinsa-ს რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.
KSM-66® არის Ixoreal Biomed Inc.-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.
Saffr’Activ® არის Comercial Química Massó, S.A-ს რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.
მიღების ინსტრუქცია: რეკომენდირებული დღიური ნორმა – 2 კაფსულა – 300 მლ წყლის მიყოლებით, დაძინებამდე 30 წუთით ადრე. არ მიიღოთ პრეპარატი უზმოზე.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. პროდუქტი არაა განკუთვნილი ბავშვებისთვის, ორსულებისა და მეძუძური ქალებისთვის. არ მიიღოთ დღიურად 800 მგ ან მეტი (-)-ეპიგალოკატექინ-3-გალატი. პრეპარატი არ უნდა მიიღოთ, თუკი იმავე დღეს მწვანე ჩაის შემცველ სხვა პროდუქტებს იღებთ. არ ჩაანაცვლოთ მისით მრავალფეროვანი ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი უმნიშვნელოვანესია.
შენახვის წესი: შეინახეთ მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, მჭიდროდ დახურულ კონტეინერში. შეინახეთ პატარა ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოყენების ვადა / სერიული ნომერი: იხილეთ შეფუთვის ქვედა მხარე.
წარმოების ქვეყანა: ევროკავშირი.
ნეტო წონა: 45.00 გრ
1 მწვანე ჩაის შემცველობის გამო
2 B6 ვიტამინის შემცველობის გამო
3 ზაფრანას შემცველობის გამო
4 ბარამბოს შემცველობის გამო