

Nutrigo Lab არის პროდუქციის ხაზი პროფესიონალი სპორტსმენებისთვის. Nutrigo Lab Burner არის ცხიმისმწველი, რომელიც კოფეინს არ შეიცავს, ამიტომ შესაძლებელია მისი გამოყენება ვარჯიშამდე მისაღებ დანამატებთან ერთად. მისი უნიკალური შემადგენლობა ეფექტურად უწყობს ხელს ცხიმის რეზერვების შემცირებას, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმს. ეს პროდუქტი განსაკუთრებით რეკომენდირებულია მათთვის, ვისაც სურს, კუნთების ფორმა გამოკვეთოს და შეამციროს ცხიმოვანი ქსოვილის პროცენტული შემცველობა სხეულის მასაში.
ციტრუსებისა და გუარანას დაპატენტებული ექსტრაქტი, რომელიც 20% ფლავონებს შეიცავს. ლიპოლიზი არის კატაბოლური პროცესი, რომელიც ცხიმოვან უჯრედებში (ადიპოციტებში) შენახული ტრიგლიცერიდების დაშლას იწვევს და თავისუფალ ცხიმოვან მჟავებსა და გლიცეროლს გამოათავისუფლებს. Sinetrol® მუშაობს Fat Shredding Technology® მექანიზმით და ხელს უწყობს ლიპოლიზს ფოსფოდიესთერაზას ინჰიბირებით. ესაა ფერმენტი, რომელიც აკატალიზებს ადენოზინმონოფოსფატის (cAMP) ციკლურ ჰიდროლიზს. cAMP-ის დონის მატება ტრიგლიცერიდების დაშლის სიჩქარეს ზრდის. ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა Sinetrol®-ის ეფექტურობა და აჩვენა, რომ მას შეუძლია, 12 კვირაში 9,2 კგ-მდე დაკლებაში დაგეხმაროთ.
მალაბარის თამარინდის (გარცინია კამბოჯია) ექსტრაქტი, რომელიც 50% ჰიდროქსილიმონმჟავას შეიცავს. ის მადისა და უეცარი შიმშილის ეპიზოდების შემცირებას განაპირობებს და ხელს უწყობს წონის კონტროლს. გარცინია კამბოჯიას ნაყოფის შემადგენლობაში შემავალი ჰიდროქსილიმონმჟავა აფერხებს ცხიმების სინთეზსა და დეპონირებას.
ჟოლო შეიცავს დაახლოებით 200 მოლეკულას, რომლებიც მის გემოსა და სურნელზე არიან პასუხისმგებელნი, ერთ-ერთი მათგანი კი ჟოლოს კეტონებია. მეცნიერებმა პრეკლინიკური კვლევების დროს აღნიშნეს მათი დადებითი გავლენა წონის კლებაზე. მათ მიაჩნიათ, რომ ჟოლოს კეტონებს შეუძლიათ, შეამცირონ ვისცერული ცხიმის დაგროვება და დააჩქარონ ლიპიდების დაშლა.
გრძელი ქურქუმა ინდური წარმოშობის მცენარეა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ტურმერიკი. მას ჯანმრთელობისთვის მთელი რიგი სარგებელი მოაქვს. ის ხელს უწყობს ცხიმების მეტაბოლიზმს და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხელს უშლის ღვიძლში ცხიმების დაგროვებას და აძლიერებს მათ გამოდევნას. გარდა ამისა, ის ანთების შემცირებას განაპირობებს და ხელს უწყობს ჯანსაღი სახსრებისა და ძვლების შენარჩუნებას.
დაპატენტებული შავი წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტი, რომელიც 95% პიპერინს შეიცავს. ის ხელს უწყობს წონის კონტროლს და აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციონირებას პაწაწინა კაპილარებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების გზით. გარდა ამისა, მას აქვს თვისებები, რომლებიც ზრდის დანამატიდან მიღებული აქტიური ინგრედიენტებისა და საკვებიდან მიღებული ვიტამინებისა და მინერალების ბიოშეღწევადობას და აუმჯობესებს მათ შეწოვას.
ის ხელს უწყობს სისხლში გლუკოზას სათანადო დონის შენარჩუნებას, რამაც შეიძლება, შეამციროს კვებათა შორის წახემსებისა და უეცარი შიმშილის შეტევები. ის ხელს უწყობს მაკრონუტრიენტების სათანადო მეტაბოლიზმის შენარჩუნებას.
როგორ უნდა მივიღოთ Nutrigo Lab Burner? | + |
ვის შეუძლია, Nutrigo Lab Burner მიიღოს? | + |
როდის შეიძლება, ველოდო Nutrigo Lab Burner-ის მიღების შედეგს? | + |
რამდენ ხანს ჰყოფნის ერთი შეფუთვა Nutrigo Lab Burner? | + |
Nutrigo Lab Burnerმოხმარების ნორმა: 2 კაფსულაკონტეინერში პორციების რაოდენობა: 30 |
||
აქტიური ინგრედიენტები | პორციაში შემავალი რაოდენობა | |
---|---|---|
SINETROL® Xpur – ციტრუსებისა და გუარანას დაპატენტებული ექსტრაქტი [20% ფლავონები] | 900,00 მგ | |
გარცინია კამბოჯიას ნაყოფის ექსტრაქტი – Citrin® [50% ჰლმ] | 150,00 მგ | |
ჟოლოს ნაყოფის ექსტრაქტი [50% ჟოლოს კეტონები] | 100,00 მგ | |
გრძელი ქურქუმას ფესურას ექსტრაქტი [90% კურკუმინოიდები] | 50,00 მგ | |
შავი წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტი – BioPerine® [95% პიპერინი] | 10,00 მგ | |
ქრომი | 40,00 მკგ (100%*) |
* NRV - ნუტრიენტების საცნობარო მნიშვნელობა
1 მწარე ფორთოხლის შემცველობის გამო
2 გარცინია კამბოჯიას ექსტრაქტში ჰიდროქსილიმონმჟავას შემცველობის გამო
3 გრძელი ქურქუმას შემცველობის გამო
4 შავი წიწაკის შემცველობის გამო