NuviaLab App
NuviaLab App
by NuviaLab Limited
მიწოდება მსოფლიოს მასშტაბით
100%-ით უსაფრთხო გადახდა
პრემიუმ ინგრედიენტები
დამზადებულია ევროპაში
კვირის შემოთავაზება: 20% ფასდაკლება Member XXL
Icon Icon Icon Icon Icon
NuviaLab Meno
  • ამცირებს წამოხურებასა და გაღიზიანებადობას1,2
  • აღკვეთს ჩაძინების სირთულეს1
  • ეწინააღმდეგება დაღლილობისა და დაქანცულობის გრძნობას3,4
  • ხელს უწყობს ჰორმონალური აქტივობის რეგულირებას3
აირჩიეთ პაკეტი
(რაც უფრო მეტს იყიდით, მით უფრო მეტს დაზოგავთ)
6-თვიანი მარაგი
შეიძინეთ 3 ნივთი
მიიღეთ 3 უფასოდ
80.00ლ /ც.
479.97ლ
3-თვიანი მარაგი
შეიძინეთ 2 ნივთი
მიიღეთ 1 უფასოდ
106.66ლ /ც.
319.98ლ
1-თვიანი მარაგი
შეიძინეთ 1 ნივთი
159.99ლ /ც.
159.99ლ
Icon Icon Icon Icon Icon
პროდუქტის აღწერილობა
დამატებითი ინფორმაცია

პროდუქტის აღწერილობა

რა არის NuviaLab Meno?

მენოპაუზა განსაკუთრებული პერიოდია ყველა ზრდასრული ქალის ცხოვრებაში. მისი განვითარების დრო ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და ჩვენ მას ვერ ვაკონტროლებთ. თუმცა, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება თქვენი განწყობა. სწორი დანამატების გამოყენებით, შეგიძლიათ, შეამციროთ მენოპაუზის უსიამოვნო სიმპტომები და აღიდგინოთ ენერგიულობა.

NuviaLab Meno არის მოწინავე მრავალინგრედიენტიანი საკვები დანამატი, რომელიც შექმნილია მენოპაუზის ასაკში მყოფი ქალებისთვის. მისი უნიკალური შემადგენლობა მენოპაუზის ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებზე ორიენტირებით შეირჩა, როგორიცაა: წამოხურება, ჭარბი ოფლიანობა, ძილის გაძნელება, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, გაღიზიანებადობა, ლიბიდოს დაქვეითება ან სისუსტე.

 
რას შეიცავს NuviaLab Meno?

 

ingredient
Luprenol®

სვიის გირჩების უმაღლესი ხარისხის ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს 0.03% 8-პრენილნარინგენინს. ესაა ფიტოესტროგენების ბუნებრივი წყარო და ბევრი ქალი მას ჰორმონების ჩამნაცვლებელი თერაპიის უსაფრთხო ალტერნატივად მიიჩნევს. ფიტოესტროგენები ეფექტურად ამცირებს წამოხურების სიხშირეს გვერდითი ეფექტების გარეშე. 8-პრენილნარინგენინი, რომელსაც შეიცავს Luprenol®, არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფიტოესტროგენი და მისი აქტივობა დადასტურებულია კლინიკური კვლევებით. ისინი ადასტურებს წამოხურების შესამჩნევ შემცირებას გამოყენების პირველი 6 კვირის განმავლობაში, ასევე, ძილის ხარისხის საგრნობლად გაუმჯობესებასა და გაღიზიანებადობის დაქვეითებას.

ingredient
Libifem®

ულბოს თესლის უნიკალური ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს 50% საპონინებს. მისი ეფექტი დადასტურდა კლინიკურ კვლევებში, სადაც აღმოჩნდა, რომ Libifem® დადებითად მოქმედებს წამოხურების, ღამის ოფლიანობისა და გაღიზიანებადობის შემცირებაზე. გარდა ამისა, ეს ინგრედიენტი ასევე გავლენას ახდენს პოზიტიური ინტიმური ურთიერთობებისა და სექსუალური კმაყოფილების შენარჩუნებაზე. ეს ყველაფერი მას ფასდაუდებელ თანაშემწედ აქცევს მენოპაუზის სიმპტომების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ingredient
Vita-algae D®

D ვიტამინის სრულიად ვეგანური ფორმა, მიღებული უმაღლესი ხარისხის ზღვის წყალმცენარეებისგან. ეს არის ზოონოზური წყაროებიდან მიღებული D ვიტამინის შესანიშნავი ალტერნატივა. D ვიტამინის დეფიციტი დიაგნოსტირებულია პოსტმენოპაუზური ასაკის ქალების თითქმის 75%-ში, ასე რომ, მისი რაციონში დამატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და დაგეხმარებათ ოსტეოპოროზისა და დეგენერაციული ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში. გარდა ამისა, ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს D ვიტამინის მნიშვნელოვან როლს განწყობის რეგულირებასა და ცუდი განწყობის სიმპტომების თავიდან აცილებაში.

ingredient
Advifolate®

ფოლიუმის მჟავას მეთილირებული ფორმა, რომელსაც მნიშვნელოვნად აქვს გაუმჯობესებული შეწოვის უნარი. ფოლიუმის მჟავას რაციონში დამატება ძალზე მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დემენციის, ათეროსკლეროზისა და სიმსივნის პროფილაქტიკისთვის. გარდა ამისა, ფოლიუმის მჟავა ასევე ხელს უწყობს დაღლილობისა და დაქანცულობის შეგრძნების თავიდან აცილებას და ნორმალური ფსიქოლოგიური ფუნქციების შენარჩუნებას.

ingredient
წითელი სამყურას ფოთლისა და ყვავილის ექსტრაქტი [8% იზოფლავონები]

წითელი სამყურა პოპულარული მცენარეული ნედლეულია, რომელიც იზოფლავონების მაღალი შემცველობის გამო შესანიშნავი საშუალებაა მენოპაუზასთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ. მისმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს წამოხურების სიხშირე, ჭარბი ოფლიანობა, მოუსვენრობა და გაღიზიანებადობა. გარდა ამისა, წითელი სამყურა ასევე დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ძვლების ჯანმრთელობაზე.

ingredient
იონჯას ბალახის ექსტრაქტი

იონჯა არის პარკოსანი მცენარე, რომლის სამშობლო შუა აღმოსავლეთია. ნატურალური მედიცინა იყენებს მას, როგორც ბუნებრივ საშუალებას ორგანიზმის გასაძლიერებლად და სიცოცხლისუნარიანობის ასამაღლებლად ვიტამინებისა და მინერალების არაჩვეულებრივი სიმდიდრის გამო. ასევე, აღსანიშნავია მისი როლი სისხლში გლუკოზას დონის კონტროლში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მენოპაუზის ასაკში მყოფი ქალებისთვის, ვინაიდან ამ დროს დიაბეტის განვითარების რისკი 12%-ით იზრდება.

ingredient
რევანდის ფესვის ექსტრაქტი [1,5% რეინი]

რევანდი არის მცენარის სახეობა მატიტელასებრთა ოჯახიდან, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ჩინეთში. ის შეიცავს უამრავ ჯანმრთელობის ხელშემწყობ ნივთიერებას, მათ შორის, როდონტინს, რომელიც მოქმედებით ფიტოესტროგენებს ემსგავსება. შედეგად, ის ეფექტურად ეწინააღმდეგება მენოპაუზის სიმპტომებს, აუმჯობესებს განწყობას და ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. გარდა ამისა, რევანდი უაღრესად მდიდარია კალციუმით, რომელიც D ვიტამინთან შერწყმისას ხელს უწყობს ოსტეოპოროზის წინააღმდეგ ბრძოლას.

ingredient
ვიტამინი E

ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი. იცავს დნმ-ს, ცილებსა და ლიპიდებს ოქსიდაციური სტრესისგან. ის ძალზე მნიშვნელოვანია სხეულის ნორმალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და მისმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობის შეგრძნება, კონცენტრაციის უნარის დარღვევა ან ლიბიდოს დაქვეითება.

ingredient
ვიტამინი B6

ვიტამინი B6 აუცილებელია სხეულის ნორმალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, რადგან ის ორგანიზმში მიმდინარე ბევრ პროცესში მონაწილეობს. ის ხელს უწყობს ნორმალური ჰორმონალური აქტივობის შენარჩუნებას, ნერვული და იმუნური სისტემების ფუნქციონირებას. გარდა ამისა, ის ასევე გავლენას ახდენს დაღლილობისა და დაქანცულობის შეგრძნების შემცირებაზე, მონაწილეობს ფსიქოლოგიური ფუნქციების ნორმალურ მიმდინარეობაში და ენერგიის ნორმალურ წარმოქმნაში მეტაბოლურ პროცესებში.

ხშირად დასმული შეკითხვები

როგორ უნდა მივიღოთ NuviaLab Meno? +
რეკომენდირებული დღიური ნორმა - 2 კაფსულა - 300 მლ წყალთან ერთად.
ვის შეუძლია NuviaLab Meno-ს მიღება? +
NuviaLab Meno არის საკვები დანამატი, რომელიც შექმნილია ქალებისთვის. პროდუქტი არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის, ორსულებისა და მეძუძური ქალებისთვის.
როდის შემიძლია, NuviaLab Meno-ს ეფექტს ველოდო? +
NuviaLab Meno-ს მიღების შემთხვევაში, პირველი ეფექტები მიღების დაწყებიდან უკვე რამდენიმე კვირის შემდეგ ხდება თვალსაჩინო. მიღებული ეფექტი დამოკიდებულია ინდივიდუალურ წინასწარგანწყობაზე.
რამდენ ხანს ჰყოფნის NuviaLab Meno-ს ერთი შეფუთვა? +
NuviaLab Meno-ს თითო შეფუთვა 60 კაფსულას შეიცავს, რაც საკმარისია ერთი თვის განმავლობაში გამოყენებისთვის.
 
დეტალები დანამატზე
NuviaLab Meno
პორციის ზომა: 2 კაფსულა
კონტეინერში პორციების რაოდენობა: 30
აქტიური ინგრედიენტები რაოდენობა თითო პორციაში
სვიის გირჩების ექსტრაქტი [0,03% 8-პრენილარინგენინი] – Luprenol® 335,00 მგ
ულბოს თესლის ექსტრაქტი [50% საპონინები] – Libifem® 200,00 მგ
წითელი სამყურას ფოთლისა და ყვავილის ექსტრაქტი [8% იზოფლავონები] 200,00 მგ
იონჯას ბალახის ექსტრაქტი 125,00 მგ
რევანდის ფესვის ექსტრაქტი [1,5% რეინი] 100,00 მგ
ვიტამინი D – Vita-algae D® 5,00 მკგ (100%*)
ვიტამინი E 12,00 მგ (100%*)
ვიტამინი B6 1,40 მგ (100%*)
ფოლიუმის მჟავა – Advifolate® 400,00 მკგ (200%*)

* NRV - ნუტრიენტების საცნობარო მნიშვნელობა

ინგრედიენტები: სვიის გირჩების ექსტრაქტი (Humulus lupulus) [0,03% 8-პრენილარინგენინი] – Luprenol®; კაფსულის გარსი – ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა; ბრინჯის თესლის ექსტრაქტი (Oryza sativa); ულბოს თესლის ექსტრაქტი (Trigonella foenum-graecum) [50% საპონინები] – Libifem®; წითელი სამყურას ფოთლისა და ყვავილის ექსტრაქტი (Trifolium pratense) [8% იზოფლავონები]; იონჯას ბალახის ექსტრაქტი (Medicago sativa); რევანდის ფესვის ექსტრაქტი (Rheum palmatum) [1,5% რეინი]; DL-ალფა-ტოკოფერილის აცეტატი (ვიტამინი E); ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D) – Vita-algae D®; პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6); კალციუმ-L-მეთილფოლატი (ფოლიუმის მჟავა) – Advifolate®.
NuviaLab® არის NuviaLab Limited-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.
Luprenol® არის Biosearch S.A.-ს რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.
Libifem® არის Gencor Pacific Ltd-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.
Vita-algae D® არის Cambridge Commodities Ltd-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.
Advifolate® არის Vita Actives Ltd-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.
მიღების ინსტრუქცია: რეკომენდირებული დღიური ნორმა - 2 კაფსულა - 300 მლ წყალთან ერთად.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. არ არის შესაფერისი ბავშვებისთვის, ორსულებისთვის ან მეძუძური დედებისთვის. არ მიიჩნიოთ პროდუქტი მრავალფეროვანი ბალანსირებული კვების ან ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი უმნიშვნელოვანესია.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, მჭიდროდ დახურულ კონტეინერში. შეინახეთ პატარა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოყენების ვადა / სერიული ნომერი:იხილეთ შეფუთვის ქვედა მხარე.
წარმოების ქვეყანა: ევროკავშირი.
ნეტო წონა: 43.20 გ

1 სვიას შემცველობის გამო
2 წითელი სამყურას შემცველობის გამო
3 ვიტამინი B6-ის შემცველობის გამო
4 ფოლიუმის მჟავას შემცველობის გამო

თქვენი შეკვეთის განსათავსებლად აქ დააკლიკეთ!