NuviaLab App
NuviaLab App
by NuviaLab Limited
მიწოდება მსოფლიოს მასშტაბით
100%-ით უსაფრთხო გადახდა
პრემიუმ ინგრედიენტები
დამზადებულია ევროპაში
კვირის შემოთავაზება: 20% ფასდაკლება Member XXL
Icon Icon Icon
Prenatalin
  • პრენატალური საკვები დანამატების ნაკრები
  • შეიცავს მულტივიტამინსა და ომეგა-3 კომპლექსს
  • ხელს უწყობს დედის ქსოვილის ზრდას ორსულობის დროს1
  • ხელს უწყობს ნაყოფისა და ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილის ნორმალურ განვითარებას.2
აირჩიეთ პაკეტი
(რაც უფრო მეტს იყიდით, მით უფრო მეტს დაზოგავთ)
6-თვიანი მარაგი
შეიძინეთ 3 ნივთი
მიიღეთ 3 უფასოდ
76.50ლ /ც.
458.97ლ
3-თვიანი მარაგი
შეიძინეთ 2 ნივთი
მიიღეთ 1 უფასოდ
101.99ლ /ც.
305.98ლ
1-თვიანი მარაგი
შეიძინეთ 1 ნივთი
152.99ლ /ც.
152.99ლ
Icon Icon Icon
პროდუქტის აღწერილობა
დამატებითი ინფორმაცია

პროდუქტის აღწერილობა

ვისთვის არის განკუთვნილი Prenatalin?

დედობა ყველა ქალისთვის განსაკუთრებული დროა, მაგრამ, ამავდროულად, მისი ორგანიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდა და ვიტამინებზე გაზრდილი მოთხოვნილების პერიოდიცაა. Prenatalin საკვები დანამატების ნაკრებია, რომელიც განკუთვნილია ორსულებისთვის, მეძუძური ან იმ ქალებისთვის, რომლებიც დაორსულებას ცდილობენ. მისი შემადგენლობა საგულდაგულოდაა შერჩეული და ავსებს კვების რაციონს იმ კომპონენტებით, რომლებიც აუცილებელია ორსულობის, ნაყოფის განვითარებისა და ლაქტაციის სწორად წარმართვისთვის. აირჩიეთ უმაღლესი ხარისხი და მიენდეთ Prenatalin-ს!

 
რას შეიცავს Prenatalin?

 

ingredient
თევზის ქონი

უმაღლესი ხარისხის თევზის ქონი, რომელიც ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების (EPA და DHA) ბუნებრივი წყაროა. ორგანიზმისთვის მათი საკმარისი რაოდენობით მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის მიმდინარეობაში მათი დიდი როლის გამო. DHA ტვინის ქსოვილების მნიშვნელოვანი სამშენებლო ბლოკია და ხელს უწყობს კოგნიტური ფუნქციების, მხედველობისა და ნეირონების განვითარებას. მეორე მხრივ, EPA ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა და იმუნური სისტემების ფუნქციონირებას, შეიძლება, დადებითად იმოქმედოს დედის განწყობაზე და ხელი შეუშალოს მშობიარობისშემდგომი დეპრესიის განვითარებას.

ingredient
ქოლინი

ქოლინი ორგანიზმის მიერ მცირე რაოდენობით გამომუშავდება და უნდა მივიღოთ საკვებიდან, უმთავრესად, ქათმის კვერცხიდან, თხილიდან, კომბოსტოდან და ქატოდან. რაციონში ქოლინის ადეკვატური რაოდენობა ხელს უწყობს ნერვული მილის დეფექტების თავიდან აცილებას და ნერვული სისტემისა და თავის ტვინის ნორმალურ განვითარებას. ქოლინი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს პლაცენტაში საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირების პროცესში და ამცირებს ჰიპერტენზიის ან II ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს მოგვიანებით ბავშვის ცხოვრებაში.

ingredient
A ვიტამინი

A ვიტამინი ბუნებრივად გვხვდება ცხოველურ საკვებში რეტინოლის, ხოლო მცენარეებში ბეტა-კაროტინის სახით და მისი ძირითადი წყაროებია ღვიძლი, კვერცხი, კარაქი, ყველი, თინუსი და გველთევზა. ის აუცილებელია ქსოვილების ზრდისთვის და მონაწილეობს ნაყოფის მხედველობის, ფილტვებისა და ძვლების განვითარებაში. გარდა ამისა, ის ასევე ხელს უწყობს დედის იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და ხელს უწყობს მის განვითარებას ბავშვშიც.

ingredient
D ვიტამინი

D ვიტამინი ორგანიზმის მიერ მზის ზემოქმედებისას სინთეზირდება ან საკვებთან ერთად მიიღება და მისი ძირითადი წყაროებია ცხიმიანი თევზი, კვერცხი და ღვიძლი. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაყოფის ძვლის მინერალიზაციაში და ხელს უწყობს იმუნური სისტემის განვითარებასა და ფუნქციონირებას. კვლევები3 ვარაუდობს, რომ ორსულობის დროს D ვიტამინის დეფიციტი შეიძლება უკავშირდებოდეს არასასურველ ზეგავლენას ბავშვის კოგნიტურ ფუნქციებზე და ასოცირებული იყოს გარკვეული ნევროლოგიური დარღვევების რისკთან.

ingredient
E ვიტამინი

E ვიტამინი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. ის ყველაზე დიდი რაოდენობით გვხვდება თხილში, მცენარეულ ზეთებსა და ავოკადოში. ის იცავს განვითარებად უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან და ხელს უწყობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას. E ვიტამინის ნორმალური დონის შენარჩუნება ხელს უწყობს სპონტანური აბორტის ან ფეტალური მემბრანების ნაადრევი რღვევის რისკის შემცირებას.

ingredient
K ვიტამინი – VitaMK7®

VitaMK7® არის K ვიტამინის უმაღლესი ხარისხისა და ბიოშეღწევადობის ბუნებრივი წარმოებული. მისით უმდიდრესი საკვები წყაროებია მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, კომბოსტოს მწნილი და მცენარეული ზეთები. ის ძალზე მნიშვნელოვანია ორსულობის დროს, რადგან გავლენას ახდენს სისხლის შედედებასა და მასთან დაკავშირებულ პროცესებზე. გარდა ამისა, ის ასევე ხელს უწყობს ძვლების ნორმალურ განვითარებას და ამცირებს ზრდასრულ ასაკში ოსტეოპოროზის რისკს.

ingredient
C ვიტამინი

C ვიტამინი, ანუ ასკორბინის მჟავა, ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი ვიტამინია, რომლის ძირითადი წყაროა ციტრუსები, წიწაკა, კენკრა და კივი. ის უაღრესად მნიშვნელოვანია ნაყოფის სათანადო განვითარებისთვის კოლაგენის სინთეზში მონაწილეობის გამო, რომელიც შემაერთებელი ქსოვილის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. ვიტამინი C რკინის შეწოვასაც უწყობს ხელს, რომელიც მნიშვნელოვანია სისხლში ჟანგბადის ტრანსპორტირებაში მისი როლის გამო.

ingredient
თიამინი

თიამინი, რომელსაც ზოგჯერ ვიტამინ B1-საც უწოდებენ, ბუნებრივად გვხვდება მარცვლეულში, პარკოსნებში, თხილსა და ღორის ხორცში. ის აუცილებელია ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის, რადგან მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში, ცილების სინთეზსა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში. გარდა ამისა, ის ასევე ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და ამსუბუქებს ნეიროპათიულ ტკივილს.

ingredient
რიბოფლავინი

რიბოფლავინი, ანუ B2 ვიტამინი, ყველაზე დიდი რაოდენობით გვხვდება რძეში, კვერცხსა და თხილში. ის აუცილებელია ნეიროტრანსმიტერების სინთეზისთვის და გავლენას ახდენს ბავშვის თავის ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარებაზე. ის ასევე მონაწილეობს საკვები ნივთიერებების ენერგიად გარდაქმნაში, რაც აუცილებელია ნაყოფის სწორი განვითარებისთვის.

ingredient
ნიაცინი

ნიაცინს ზოგჯერ B3-საც ვიტამინს უწოდებენ და მისი ძირითადი წყაროა ხორცი, თევზეული, ზღვის პროდუქტები და მარცვლეული. ის აუცილებელია დნმ-ის, გენეტიკური მასალის, სინთეზისთვის, რომელიც პასუხისმგებელია ნაყოფის უჯრედების განვითარებაზე. გარდა ამისა, ის ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰორმონების გამომუშავებაში, ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია ჰორმონების სტაბილური დონის არსებობა.

ingredient
B6 ვიტამინი

B6 ვიტამინი, ანუ პირიდოქსინი, ბუნებრივად გვხვდება შინაური ფრინველის ხორცში, ცხიმიან თევზში, ღვიძლსა და კარტოფილში. ის ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ ცილების შეწოვის გაუმჯობესებას და იმუნური და ნერვული სისტემების ფუნქციონირებას. თუმცა, მისი დადებითი თვისებები ამით არ შემოიფარგლება, რადგან პირიდოქსინი ასევე ხელს უწყობს საკვებიდან ფოლიუმის მჟავასა და რკინის შეწოვას და მონაწილეობს სისხლის უჯრედების ფორმირებაში.

ingredient
ფოლიუმის მჟავა – Quatrefolic®

Quatrefolic® ფოლიუმის მჟავას ინოვაციური აქტიური ფორმაა, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის. ის აუცილებელია ნერვული მილის ჩამოყალიბებისა და დახურვისთვის, რომლიდანაც თავისა და ზურგის ტვინი წარმოიქმნება. მისმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დეფექტები, როგორიცაა სპინა ბიფიდა, ისევე, როგორც ნაადრევი მშობიარობისა და ნაყოფის მალნუტრიციის რისკის ზრდა.

ingredient
B12 ვიტამინი

ვიტამინ B12-ს ზოგჯერ კობალამინსაც უწოდებენ და მისი ძირითადი ბუნებრივი წყაროა ცხოველთა შიგნეული, ცხიმიანი თევზი, ზღვის პროდუქტები და რძის პროდუქტები. ის აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებისთვის, დნმ-ისა და ნეიროტრანსმიტერების სინთეზისთვის და, რაც მთავარია, ფოლიუმის მჟავას აქტიურ ფორმაში გადაყვანისთვის. B12 ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ანემია, გაზარდოს პრეეკლამფსიისა და ნაადრევი მშობიარობის რისკი.

ingredient
ბიოტინი

ბიოტინი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც B7 ვიტამინი ან H ვიტამინი, ბუნებრივად გვხვდება კვერცხში, თხილსა და ფოთლოვან ბოსტნეულში. ის ჩართულია მეტაბოლურ პროცესებში, ხელს უწყობს კანისა და თმის ჯანმრთელობის შენარჩუნებას და შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ბავშვის იმუნური სისტემის განვითარებაში. მისი დეფიციტი ძალზე იშვიათია და ყველაზე ხშირად ორსულობის პირველ ტრიმესტრში ვითარდება.

ingredient
Aquamin™ TG

მულტიმინერალური კომპლექსი კალციუმის კარბონატის შემცველი ზღვის წყალმცენარეებისგან, რომლებიც კალციუმის ბუნებრივი წყაროა. კალციუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩონჩხის განვითარებაში ძვლის მინერალიზაციაზე მისი ზემოქმედების გამო. ის ასევე ხელს უწყობს კუნთების, მათ შორის, გულის კუნთის სწორ ფუნქციონირებას და აუცილებელია კუნთების შეკუმშვისთვის. მისმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის ზრდის შეფერხება და ხელი შეუწყოს დედის ოსტეოპოროზის განვითარებას.

ingredient
მაგნიუმი – Aquamin™ Mg TG

Aquamin™ Mg TG არის მაგნიუმი, რომელიც ზღვის წყალში წარმოქმნილი ბუნებრივი მინერალური წყაროდან მიიღება. ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია და ქალებს უფრო მეტი მოთხოვნილება აქვთ მასზე ორსულობისას და მშობიარობის შემდეგ. მაგნიუმი ჩართულია მეტაბოლურ პროცესებში, გავლენას ახდენს ნერვული იმპულსების გატარებასა და ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებაზე და აუცილებელია ძვლების ნორმალური ზრდისა და კუნთების ფუნქციონირებისთვის.

ingredient
რკინა

რკინა უაღრესად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის და მისი ძირითადი ბუნებრივი წყაროა წითელი ხორცი, ღვიძლი, კვერცხის გული და პარკოსნები. ის აუცილებელია ჰემოგლობინის წარმოქმნისთვის, რომელიც პასუხისმგებელია ჟანგბადის გადატანაზე ფილტვებიდან ქსოვილებში. რაციონში რკინის ადეკვატური შემცველობა ამცირებს ჰიპოქსიის, ანემიის, მცირეწონიანი ნაყოფის დაბადებისა და ნაადრევი მშობიარობის რისკს.

ingredient
თუთია

თუთია ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიკროელემენტია და მისით უმდიდრესი ბუნებრივი წყაროებია ხამანწკები, ცხოველების შიგნეული, გოგრის თესლები და ლობიო. ის აუცილებელია უჯრედების ნორმალური ზრდისა და გაყოფისთვის და მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური და ნერვული სისტემების ფუნქციონირებაში. თუთიის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ზრდის შეფერხება, დაბადებისას დაბალი წონა და იმუნური სისტემის დასუსტება.

ingredient
სპილენძი

სპილენძი ყველაზე დიდი რაოდენობით გვხვდება ზღვის პროდუქტებში, ცხოველთა შიგნეულში, ცხვრის ხორცსა და კაკაოში. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის წითელი უჯრედებისა და ნეიროტრანსმიტერების ფორმირებაში, ასევე, იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში. სპილენძის დეფიციტი იშვიათია, მაგრამ შესაძლოა, გამოიწვიოს ანემია, კოლაგენის სინთეზის დარღვევა ან ნაყოფის იმუნური სისტემის დასუსტება.

ingredient
მანგანუმი

მანგანუმი გვხვდება მარცვლეულში, პარკოსნებში, ზღვის პროდუქტებში, ტოფუსა და თხილში. ის ძალზე მნიშვნელოვანია ნაყოფის განვითარებისა და ლაქტაციის პერიოდში, რადგან მონაწილეობს ძვლის განვითარებაში, მეტაბოლურ პროცესებში, ანტისხეულების წარმოქმნასა და ანტიოქსიდანტური ფერმენტების მოქმედებაში. მანგანუმის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ძვლის ზრდისა და მინერალიზაციის დარღვევა, ასევე, იმუნური სისტემის შესუსტება და მეტაბოლიზმის დარღვევა.

ingredient
სელენი – SeleniumSeLECT®

SeleniumSeLECT® არის სელენის უნიკალური ფორმა გაზრდილი ბიოშეღწევადობით. მისით უმდიდრესი ბუნებრივი წყაროა ბრაზილიური თხილი, ღვიძლი, წითელი ხორცი და ზღვის პროდუქტები. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის რეგულირებაში, იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში და თავის ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარებაში. რაციონში სელენის ადეკვატური დონე ამცირებს ნაადრევი მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომი თირეოიდიტის რისკს.

ingredient
ქრომი

ქრომს უხვად შეიცავს საფუარი, მარცვლეული, ფრინველის ხორცი და ზღვის პროდუქტები. ის უაღრესად მნიშვნელოვანია დედის სათანადო ჯანმრთელობისთვის, რადგან არეგულირებს სისხლში გლუკოზასა და ლიპიდების დონეს და მონაწილეობს ინსულინის წარმოქმნაში. დიეტაში ქრომის ადეკვატური დონე ხელს უშლის გესტაციური დიაბეტის განვითარებას.

ingredient
იოდი

იოდს ჯანმრთელობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს და მისი ძირითადი ბუნებრივი წყაროებია ზღვის პროდუქტები, იოდიზებული მარილი და კვერცხი. ესაა ძირითადი ელემენტი, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნაში მონაწილეობს. ფარისებრი ჯირკვლის გამართული ფუნქციონირება ზრდის დაორსულების შანსს და უაღრესად მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნებისა და ბავშვის სწორი განვითარებისთვის.

ხშირად დასმული შეკითხვები

როგორ უნდა მივიღოთ Prenatalin? +
Prenatalin Multi: რეკომენდირებული დღიური დასაშვები დოზა - 2 კაფსულა - 300 მლ წყალთან ერთად, სასურველია, ჭამის დროს.
Prenatalin Omega-3: რეკომენდირებული დღიური დასაშვები დოზა - 1 კაფსულა - 300 მლ წყალთან ერთად, სასურველია, ჭამის დროს.
ვის შეუძლია, Prenatalin მიიღოს? +
Prentalin არის საკვები დანამატების ნაკრები, რომელიც განკუთვნილია ორსულებისთვის, მეძუძური ან იმ ქალებისთვის, რომლებიც დაორსულებას ცდილობენ.
რამდენი ხნის სამყოფია Prenatalin-ის ერთი კოლოფი? +
Prenatalin-ის თითო კოლოფი საკმარისია ერთი თვის განმავლობაში მისაღებად.
 
დეტალები დანამატზე
Prenatalin Multi
პორციის ზომა: 2 კაფსულა
კონტეინერში პორციების რაოდენობა: 30
აქტიური ინგრედიეტები პორციაში შემავალი რაოდენობა
ქოლინი 50,00 მგ
A ვიტამინი 800,00 მკგ (100%*)
D ვიტამინი 50,00 მკგ (1000%*)
E ვიტამინი 12,00 მგ (100%*)
K ვიტამინი – VitaMK7® 75,00 მკგ (100%*)
C ვიტამინი 100,00 მგ (125%*)
თიამინი 1,10 მგ (100%*)
რიბოფლავინი 1,40 მგ (100%*)
ნიაცინი 16,00 მგ (100%*)
B6 ვიტამინი 2,80 მგ (200%*)
ფოლიუმის მჟავა – Quatrefolic® 600,00 მკგ (300%*)
B12 ვიტამინი 100,00 მკგ (4000%*)
ბიოტინი 50,00 მკგ (100%*)
მინერალური კომპლექსი კალციუმის კარბონატის შემცველი ზღვის წყალმცენარეებისგან – Aquamin™ TG, რომელშიც:
   კალციუმი
400,00 მგ
120,00 მგ (15%*)
მაგნიუმი – Aquamin™ Mg TG 75,00 მგ (20%*)
რკინა 20,00 მგ (143%*)
თუთია 15,00 მგ (150%*)
სპილენძი 1,00 მგ (100%*)
მანგანუმი 1,80 მგ (90%*)
სელენი – SeleniumSeLECT® 55,00 მკგ (100%*)
ქრომი 40,00 მკგ (100%*)
იოდი 200,00 მკგ (133%*)

* NRV - ნუტრიენტების საცნობარო მნიშვნელობა

ინგრედიენტები: მინერალური კომპლექსი კალციუმის კარბონატის შემცველი ზღვის წყალმცენარეებისგან (Lithothamnion) – Aquamin™ TG [30% Ca]; მაგნიუმის ჰიდროქსიდი – Aquamin™ Mg TG; მფარავი აგენტი (კაფსულის გარსი) – ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა; L-ქოლინის ბიტარტრატი; რკინის ბისგლიცინატი; აკაციის ბოჭკო; L-ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C); თუთიის ციტრატი; DL-ალფა-ტოკოფერილის აცეტატი (ვიტამინი E); ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D); მანგანუმის გლუკონატი; ნიაცინამიდი (ნიაცინი); L-სელენომეთიონინი – SeleniumSeLECT® 5000; რეტინოლის აცეტატი (ვიტამინი A); სპილენძის გლუკონატი; მენაქვინონ-7 (K ვიტამინი) – VitaMK7®; პირიდოქსალ 5’-ფოსფატი (ვიტამინი B6); რიბოფლავინ 5’-ფოსფატი (რიბოფლავინი); თიამინის მონონიტრატი (თიამინი); (6S)-5-მეთილტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავა, გლუკოზამინის მარილი (ფოლიუმის მჟავა) – Quatrefolic®; ქრომის პიკოლინატი; კალიუმის იოდიდი; მეთილკობალამინი (ვიტამინი B12); D-ბიოტინი (ბიოტინი).
Aquamin™ TG და Aquamin™ Mg TG არიან Marigot Ltd-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნები.
Quatrefolic® და VitaMK7® არიან Gnosis-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნები.
SeleniumSeLECT® არის Sabinsa-ს რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.
მიღების ინსტრუქცია: რეკომენდირებული დღიური დასაშვები დოზა – 2 კაფსულა – 300 მლ წყალთან ერთად, სასურველია, ჭამის დროს.
გაფრთხილება: პროდუქტები უნდა მიიღოთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. არ მიიჩნიოთ ის მრავალფეროვანი დაბალანსებული კვების ან ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი უმნიშვნელოვანესია. D ვიტამინის შემცველი პროდუქტის გამოყენებამდე, მიზანშეწონილია, ჩაატაროთ სისხლის ანალიზი 25-(OH) D ვიტამინის შემცველობაზე და გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან ანალიზის შედეგების თაობაზე. არ არის რეკომენდირებული დღიურად 50 მკგ-ზე მეტი D ვიტამინის მიღება სხვადასხვა წყაროდან.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, მჭიდროდ დახურულ კონტეინერში. შეინახეთ პატარა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოყენების ვადა / სერიული ნომერი: იხილეთ შეფუთვის ქვედა მხარე.
წარმოების ქვეყანა: ევროკავშირი.
ნეტო წონა: 46.80 გრ

 

Prenatalin Omega-3
პორციის ზომა: 1 კაფსულა
კონტეინერში პორციების რაოდენობა: 30
აქტიური ინგრედიენტები პორციაში შემავალი ოდენობა
თევზის ქონი, რომელშიც:
   ჯამური Omega-3, რომელშიც:
     EPA (ეიკოზაპენტაენის მჟავა)
     DHA (დოკოზაჰექსაენის მჟავა)
1000,00 მგ
800,00 მგ
500,00 მგ
250,00 მგ

ინგრედიენტები: თევზის ქონი [50% EPA (ეიკოზაპენტაენის მჟავა), 25% DHA (დოკოზაჰექსაენის მჟავა]; ძროხის ჟელატინი; გლიცეროლი; წყალი.
მიღების ინსტრუქცია: რეკომენდირებული დღიური დასაშვები დოზა – 1 კაფსულა – 300 მლ წყალთან ერთად, სასურველია, ჭამის დროს.
გაფრთხილება: მიიღეთ პროდუქტები ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. ნუ მიიჩნევთ პროდუქტს მრავალფეროვანი დაბალანსებული კვების ან ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი უმნიშვნელოვანესია. ყურადღება! შეფუთვა შეიცავს ტენის შთამნთქმელს (მართკუთხა პაკეტი), რომელიც შიგნით უნდა დარჩეს პროდუქტის გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში. შთამნთქმელი არ არის განკუთვნილი მისაღებად.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, მჭიდროდ დახურულ კონტეინერში. შეინახეთ პატარა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოყენების ვადა / სერიული ნომერი: იხილეთ შეფუთვის ქვედა მხარე.
წარმოების ქვეყანა: ევროკავშირი.
ნეტო წონა: 42.00 გრ

1 ფოლიუმის მჟავას შემცველობის გამო
2 დოკოზაჰექსაენის მჟავას შემცველობის გამო
3 https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC7603368/

თქვენი შეკვეთის განსათავსებლად აქ დააკლიკეთ!