NuviaLab App
NuviaLab App
by NuviaLab Limited
მიწოდება მსოფლიოს მასშტაბით
100%-ით უსაფრთხო გადახდა
პრემიუმ ინგრედიენტები
დამზადებულია ევროპაში
კვირის შემოთავაზება: 20% ფასდაკლება Member XXL
Icon Icon Icon Icon Icon
Probiosin Plus
  • ხელს უწყობს ცხიმების მეტაბოლიზმს1
  • ამცირებს მადას2
  • ხელს უწყობს წონის კლებას3,4
  • ხელს უწყობს ნაწლავების სათანადო ფუნქციონირებას5
აირჩიეთ პაკეტი
(რაც უფრო მეტს იყიდით, მით უფრო მეტს დაზოგავთ)
6-თვიანი მარაგი
შეიძინეთ 3 ნივთი
მიიღეთ 3 უფასოდ
73.50ლ /ც.
440.97ლ
3-თვიანი მარაგი
შეიძინეთ 2 ნივთი
მიიღეთ 1 უფასოდ
97.99ლ /ც.
293.98ლ
1-თვიანი მარაგი
შეიძინეთ 1 ნივთი
146.99ლ /ც.
146.99ლ
Icon Icon Icon Icon Icon
პროდუქტის აღწერილობა
დამატებითი ინფორმაცია

პროდუქტის აღწერილობა

ვისთვის არის განკუთვნილი Probiosin Plus?

Probiosin Plus მრავალინგრედიანტიანი საკვები დანამატია, რომელიც პრობიოტიკული თვისებების მქონე და წონის კლების მასტიმულირებელ ინგრედიენტებს შეიცავს. მრავალმა მეცნიერულმა კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ პრობიოტიკები აძლიერებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და აადვილებს წონის კლებას. დანამატის გამახდუნებელი ეფექტი მცენარეული ექსტრაქტებით მიიღწევა, რომლებიც ხელს უწყობს ცხიმების მეტაბოლიზმს, გლუკოზას სათანადო დონის შენარჩუნებას, მადის შემცირებას, ლიპიდების დაშლის სტიმულირებას და მონელების ხელშეწყობას.

Probiosin Plus-ში შემავალი ინგრედიენტები ეფექტურად ზრუნავს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, რასაც ხელს უწყობს პრობიოტიკული ბაქტერიები LactoSpore®, პრებიოტული ბოჭკოები Fenumannan® და FOS. DRcaps™ კაფსულების გამოყენების წყალობით, დანამატის ინგრედიენტები არ იშლება კუჭის მჟავე არეში და პირდაპირ ნაწლავებში შეიწოვება, სადაც უფრო ეფექტურად მოქმედებს. კვლევებმა აჩვენა, რომ DRcaps™-ის ნელი გამოთავისუფლების კაფსულები დეზინტეგრაციას 45 წუთით უფრო გვიან განიცდის, ვიდრე ტიპიური სწრაფი გამოთავისუფლების კაფსულები, რომლებსაც ამისთვის დაახლოებით 5 წუთი სჭირდება.

 
რას შეიცავს Probiosin Plus?

 

ingredient
Lactospore® პრობიოტიკული კულტურა

პრობიოტიკები ეგრეთწოდებული "კარგი ბაქტერიები" არიან, რომლებიც მასპინძლის ნაწლავებს ამოფენს და ნაწლავური მიკრობიომის შექმნაში მონაწილეობს. ამ მიკრობიომის მხარდაჭერას რიგი სარგებელი მოაქვს, როგორიცაა: წონის კლების ხელშეწყობა, მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებში დახმარება, საკვები ნივთიერებების შეწოვის გაუმჯობესება და გარკვეული ინფექციების თავიდან აცილება. LactoSpore® შეიცავს Bacillus coagulans MTCC 5856 შტამის ბაქტერიებს, რომლებიც მდგრადია კუჭის მჟავების ზემოქმედებისადმი და არ საჭიროებს გაცივებას.

ingredient
პრებიოტული ბოჭკო (FOS) - ვარდკაჭაჭას ფესვის ინულინი

FOS (ფრუქტოოლიგოსაქარიდები) არის პრებიოტიკები, ე.ი., საკვები ნივთიერებები, რომელთა მონელება შეუძლებელია და რომლებიც ბუნებრივი ბაქტერიული ფლორის ზრდას ასტიმულირებს. ისინი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებას და წვლილი შეაქვს მის სათანადო ცხოველქმედებაში.

ingredient
Fenumannan® პრებიოტული ბოჭკო

Fenumannan® არის გალაქტომანანი ულბოს თესლებიდან. GOS პრებიოტიკები (გალაქტო-ოლიგოსაქარიდები) არის საკვები ნივთიერებები, რომელთა მონელება შეუძლებელია და რომლებიც ასტიმულირებს მსხვილ ნაწლავში ბაქტერიების განვითარებასა და აქტივობას.

ingredient
გარცინია კამბოჯიას ნაყოფის ექსტრაქტი [60% ჰიდროქსილიმონმჟავა]

მალაბარის თამარინდი, ასევე ცნობილი, როგორც გარცინია კამბოჯია, არაჩვეულებრივი თვისებების მქონე ტროპიკული მცენარეა. ლიმონმჟავას შემცველობის წყალობით, ის მადის შემცირებას განაპირობებს და ხელს უწყობს სისხლში გლუკოზას სათანადო დონის შენარჩუნებას. გარდა ამისა, ის სხეულში ცხიმების სინთეზსა და დაგროვებასაც აინჰიბირებს, რასაც შედეგად მოსდევს წონის კლება.

ingredient
მწვანე ჩაის ფოთლის ექსტრაქტი [45% EGCG]

მწვანე ჩაის პროტეოლიზური და დიურეზული აქტივობა აქვს, შედეგად, ამცირებს სხეულის წონას. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმსა და ჟანგვას და ასტიმულირებს ლიპიდების დაშლას, რაც ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებას იწვევს.

ingredient
ეკლიანი მსხლის ექსტრაქტი

ეკლიანი მსხალი კაქტუსის სახეობაა, რომელიც უმეტესად მექსიკაში ხარობს. მას ცხიმების მეტაბოლიზმის გამაძლიერებელი ეფექტი აქვს და მადის კონტროლში გვეხმარება. კაქტუსის მსხლის მიღება განსაკუთრებით გამოსადეგია დაბალკალორიული დიეტის დაგეგმვის დროს.

ingredient
პაპაინი პაპაიას ექსტრაქტიდან

პაპაინი მცენარეული ენზიმია, რომელიც ლაქტოზიდან და ლიმნის ხის ფოთლებიდან მოიპოვება და ცილების დაშლაში მონაწილეობს. მისი მნიშვნელობა ანტიანთებითი და ანტიოქსიდანტური თვისებებით განისაზღვრება.

ingredient
BioPerine® შავი წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტი [95% პიპერინი]

ის ხელს უწყობს ღვიძლის გაწმენდასა და ფუნქციონირებას კაპილარებსა და წვრილ სისხლძარღვებში სისხლის დინების გაუმჯობესებით. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს დანამატის სხვა კომპონენტებისა და საკვებიდან მიღებული ვიტამინებისა და მინერალების შეწოვას.

ingredient
ქრომი

ქრომი ხელს უწყობს სისხლში გლუკოზას ნორმალური დონის შენარჩუნებას, რაც ამცირებს მადასა და წახემსების სურვილს. მას წვლილი შეაქვს მაკრონუტრიენტების სათანადო მეტაბოლიზმში.

ხშირად დასმული შეკითხვები

როგორ უნდა მივიღოთ Probiosin Plus? +
რეკომენდირებული დოზა არის 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, სასურველია, ჭამამდე 30 წუთით ადრე. თითოეულ დოზას მიაყოლეთ დაახლოებით 300 მლ წყალი.
ვის შეუძლია, Probiosin Plus მიიღოს? +
Probiosin Plus არის საკვები დანამატი ქალებისა და მამაკაცებისთვის. პროდუქტი არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის, ორსულებისა და მეძუძური ქალებისთვის.
როდის შემიძლია, Probiosin Plus-ის ეფექტს ველოდო? +
Probiosin Plus-ის მიღების შემთხვევაში, პირველი ეფექტები მიღების დაწყებიდან უკვე რამდენიმე კვირის შემდეგ ხდება შესამჩნევი. რეკომენდირებულია პროდუქტის მიღება დიეტასა და ვარჯიშთან კომბინაციაში.
რამდენ ხანს ჰყოფნის Probiosin Plus-ის ერთი კოლოფი? +
Probiosin Plus-ის თითო კოლოფი 60 კაფსულას შეიცავს, რაც საკმარისია ერთი თვის განმავლობაში მიღებისთვის.
 
დეტალები დანამატზე
Probiosin Plus
პორციის ზომა: 2 კაფსულა
კონტეინერში პორციების რაოდენობა: 30
აქტიური ინგრედიენტები რაოდენობა თითო პორციაში
მოწინავე სინბიოტიკური ნარევი  
პრობიოტიკული კულტურა LactoSpore® MTCC 5856 3 mld CFU*
პრებიოტული ბოჭკო (FOS) – ინულინი ვარდკაჭაჭას ფესვიდან 300,00 მგ
Fenumannan® პრებიოტული ბოჭკო – გალაქტომანანი ულბოს თესლებიდან 70,00 მგ
ლიპოლიზისა და მეტაბოლიზმის აქტივატორები  
გარცინია კამბოჯიას ნაყოფის ექსტრაქტი [60% HCA] 300,00 მგ
მწვანე ჩაის ფოთლის ექსტრაქტი [45% EGCG] 200,00 მგ
ეკლიანი მსხლის ექსტრაქტი 100,00 მგ
პაპაინი პაპაიას ექსტრაქტიდან 100,00 მგ (9600 MCU**)
შავი წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტი – BioPerine® [95% პიპერინი] 10,00 მგ
ქრომი 80,00 მკგ (200%***)

*CFU – კოლონიაწარმომქმნელი ერთეული; **MCU – რძის შემადედებელი ერთეული; ***NRV – ნუტრიენტების საცნობარო მნიშვნელობა

1 ეკლიანი მსხლის შემცველობის გამო
2 გარცინია კამბოჯიაში HCA-ს შემცველობის გამო
3 გარცინია კამბოჯიას შემცველობის გამო
4 მწვანე ჩაის შემცველობის გამო
5 ვარდკაჭაჭას ფესვში ინულინის შემცველობის გამო

თქვენი შეკვეთის განსათავსებლად აქ დააკლიკეთ!