NuviaLab App
NuviaLab App
by NuviaLab Limited
მიწოდება მსოფლიოს მასშტაბით
100%-ით უსაფრთხო გადახდა
პრემიუმ ინგრედიენტები
დამზადებულია ევროპაში
კვირის შემოთავაზება: 20% ფასდაკლება Member XXL
Icon Icon Icon Icon
Testolan
  • ხელს უწყობს ტესტოსტერონის ნორმალური დონის შენარჩუნებას1
  • ზრდის ფიზიკურ შრომისუნარიანობას2
  • ხელს უწყობს კუნთოვანი მასის შენებას3
  • ეწინააღმდეგება სტრესის უარყოფით შედეგებს3
აირჩიეთ პაკეტი
(რაც უფრო მეტს იყიდით, მით უფრო მეტს დაზოგავთ)
6-თვიანი მარაგი
შეიძინეთ 3 ნივთი
მიიღეთ 3 უფასოდ
76.50ლ /ც.
458.97ლ
3-თვიანი მარაგი
შეიძინეთ 2 ნივთი
მიიღეთ 1 უფასოდ
101.99ლ /ც.
305.98ლ
1-თვიანი მარაგი
შეიძინეთ 1 ნივთი
152.99ლ /ც.
152.99ლ
Icon Icon Icon Icon
პროდუქტის აღწერილობა
დამატებითი ინფორმაცია

პროდუქტის აღწერილობა

ვისთვის არის განკუთვნილი Testolan?

Testolan არის მრავალინგრედიენტიანი ტესტოსტერონის ბუსტერი მამაკაცებისთვის. სტრესმა, არასწორმა კვებამ და მუდმივმა დაღლილობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ტესტოსტერონის დონეზე მამაკაცებში. ესაა ერთ-ერთი მთავარი ჰორმონი მამაკაცის სხეულში და ტესტოსტერონის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს გუნება-განწყობის დაქვეითება, ლიბიდოს შემცირება, ძალის დაკარგვა და კუნთური მასის შენების პრობლემები.

დანამატ Testolan-ის ბუნებრივი ინგრედიენტები ეფექტურად უწყობს ხელს ჰორმონალური ბალანსისა და სისხლში ტესტოსტერონის სათანადო დონის შენარჩუნებას. Testolan შესანიშნავი არჩევანია მამაკაცებისთვის, რომლებსაც სურთ, გაზარდონ კუნთების მასა, გამძლეობა და ძალა, ასევე მათთვის, ვისაც სურს, ბუნებრივად აიმაღლოს ტესტოსტერონის დონე.

 
რას შეიცავს Testolan?

 

ingredient
ულბოს თესლის ექსტრაქტი [20% საპონინები]

ულბო ხმელთაშუაზღვისპირეთში გავრცელებული Fabaceae ოჯახის ერთწლიანი მცენარეა. ის აადვილებს საკვების მონელებას და საკვები ნივთიერებების შეწოვას, რასაც შეიძლება გამაძლიერებელი გავლენა ჰქონდეს სხეულზე და გამოიწვიოს კუნთური მასის ზრდა.

ingredient
კუროსთავის ექსტრაქტი [40% საპონინები]

კუროსთავი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგრედიენტია, რომელსაც, ბუნებრივი სტეროიდული საპონინების შემცველობის გამო, ტესტოსტერონის წარმოქმნის ხელშემწყობი თვისებები მიეწერება.

ingredient
D-ასპარტინის მჟავა (DAA)

D-ასპარტინის მჟავა არის ინგრედიენტი, რომელიც სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს იმ მამაკაცებს შორის, რომელთაც საკუთარ ფიგურაზე ზრუნვა სურთ. მედიცინაში მას კალიუმის მარილის სახით იყენებენ ფიზიკური და გონებრივი გადაღლის დროს. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ტესტოსტერონის დონის მატება.

ingredient
მაკას ფესვის ექსტრაქტი

ინგრედიენტი, რომელიც პერუს ინდიელების ტრადიციულ მედიცინაში გამოიყენება. მას პოტენციის დამხმარე და გამაძლიერებელი თვისებები მიეწერება. ის მრავალი ესენციური ამინომჟავას წყაროა, მათ შორის, არგინინის, რომელიც ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ცილების ფორმირების პროცესში.

ingredient
კორეული ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი

ჟენშენი არის ინგრედიენტი, რომელიც წარმატებით გამოიყენება აზიურ მედიცინაში ასობით წლის განმავლობაში. ის ავლენს ეფექტებს, რომლებიც ზრდის ფიზიკურ შრომისუნარიანობას, გამძლეობასა და მენტალურ მწარმოებლურობას. ის ხელს უწყობს სათანადო ლიბიდოს შენარჩუნებას, ეწინააღმდეგება დაღლილობის გრძნობას და მხარს უჭერს იმუნური სისტემის ჯანმრთელობას.

ingredient
აშვაგანდას ექსტრაქტი [7% ვიტანოლიდები]

აშვაგანდა, ასევე ცნობილი, როგორც withania somnifera, არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბუნებრივი ადაპტოგენი. ის ხელს უწყობს სათანადო გონებრივი ფუნქციონირების შენარჩუნებას, ეხმარება კუნთური მასის შენებას და ენერგიისა და სიცოცხლისუნარიანობის ოპტიმალური დონის შენარჩუნებას. გარდა ამისა, მას ასევე მიეწერება თვისებები, რომლებიც იცავს ორგანიზმს სტრესისგან და ხელს უწყობს ჯანსაღ ძილს.

ingredient
ბროწეულის თესლის ექსტრაქტი [40% ელაგის მჟავა]

ბროწეულის თესლის შემადგენლობაში შემავალ ელაგის მჟავას ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური ეფექტი აქვს.

ingredient
ფოსფატიდილსერინი

კომპონენტი, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს უჯრედების ცხოველქმედებაში. ის აუცილებელია ტვინის უჯრედების სწორი ფუნქციონირებისთვის და შეიძლება გავლენა იქონიოს კორტიზოლის დონის შემცირებაზე, რომელიც ტესტოსტერონის დონის დაქვეითებას და კუნთების მასის ზრდის შემცირებას იწვევს.

ingredient
შავი წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტი [95% პიპერინი]

შავი წიწაკის ექსტრაქტში შემავალი პიპერინი ხელს უწყობს დანამატის კომპონენტებისა და საკვებიდან ვიტამინებისა და მინერალების სათანადო შეწოვას. გარდა ამისა, შავი წიწაკა ასევე აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციონირებას.

ingredient
ვიტამინი E

ვიტამინი E ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. მისმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, ანემია და კუნთების ატროფია.

ingredient
ვიტამინი B6

ვიტამინი B6 ხელს უწყობს ჰორმონალური აქტივობის რეგულირებას და ამცირებს დაღლილობისა და დაქანცულობის შეგრძნებას. გარდა ამისა, ის ასევე ხელს უწყობს ცილებისა და გლიკოგენის სათანადო მეტაბოლიზმის შენარჩუნებას და ნერვული და იმუნური სისტემების ფუნქციონირებას.

ingredient
მაგნიუმი

მაგნიუმი ძირითადი ინგრედიენტია სათანადო ენერგეტიკული ცვლის შენარჩუნებისთვის. ის ხელს უწყობს დაღლილობის შემცირებას და მონაწილეობს ფსიქიკური ფუნქციების წარმართვაში.

ingredient
თუთია

თუთია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიკროელემენტია ყველა მამაკაცის კვებით რაციონში, რადგან მისი თვისებები ხელს უწყობს სისხლში ტესტოსტერონის საჭირო დონის შენარჩუნებას. გარდა ამისა, ის ასევე ხელს უწყობს ნაყოფიერებისა და რეპროდუქციული ფუნქციების, ასევე, სათანადო კოგნიტური ფუნქციების შენარჩუნებას.

ingredient
სელენი

სელენი ეხმარება ფარისებრ ჯირკვალს, რომელიც აწარმოებს ჰორმონებს, რომლებიც საჭიროა ადამიანის ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებისთვის. სელენის შემცველი დანამატები ხელს უწყობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას და სპერმის სათანადო წარმოქმნას. ის ასევე ხელს უწყობს თმისა და ფრჩხილების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას.

ხშირად დასმული შეკითხვები

როგორ უნდა მივიღოთ Testolan? +
რეკომენდირებული დღიური დოზა - 4 კაფსულა (2 კაფსულა ორჯერ დღეში) - 300 მლ წყალთან ერთად, ჭამამდე, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
ვის შეუძლია Testolan-ის მიღება? +
Testolan არის საკვები დანამატი, რომელიც განკუთვნილია მამაკაცებისთვის. პროდუქტი არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის, ორსულებისა და მეძუძური ქალებისთვის.
როდის შემიძლია, Testolan-ის მიღების ეფექტს ველოდო? +
Testolan-ის მიღების შემთხვევაში, პირველი ეფექტები მიღების დაწყებიდან უკვე რამდენიმე კვირის შემდეგ ხდება თვალსაჩინო. მიღებული ეფექტი დამოკიდებულია ინდივიდუალურ წინასწარგანწყობაზე.
რამდენ ხანს ჰყოფნის Testolan-ის ერთი შეფუთვა? +
Testolan-ის თითო შეფუთვა 120 კაფსულას შეიცავს, რაც საკმარისია ერთი თვის განმავლობაში მისაღებად.
 
დეტალები დანამატზე

კუროსთავის ნაყოფის ექსტრაქტი [40% საპონინები]

Testolan
პორციის ზომა: 4 კაფსულა
კონტეინერში პორციების რაოდენობა: 30
აქტიური ინგრედიენტები რაოდენობა თითო პორციაში
ულბოს თესლის ექსტრაქტი [20% საპონინები] 400,00 მგ
400,00 მგ
D-ასპარტინის მჟავა (DAA) 400,00 მგ
მაკას ფესვის ექსტრაქტი 200,00 მგ
კორეული ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი 200,00 მგ
აშვაგანდას ფესვის ექსტრაქტი [7% ვიტანოლიდები] 133,33 მგ
ბროწეულის თესლის ექსტრაქტი [40% ელაგის მჟავა] 133,33 მგ
ფოსფატიდილსერინი 60,00 მგ
შავი წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტი [95% პიპერინი] 10,00 მგ
ვიტამინი E 48,00 მგ (400%*)
ვიტამინი B6 11,20 მგ (800%*)
მაგნიუმი 112,50 მგ (30%*)
თუთია 15,00 მგ (150%*)
სელენი 100,00 მკგ (181%*)

* NRV - ნუტრიენტების საცნობარო მნიშვნელობა

1 თუთიის შემცველობის გამო
2 კორეული ჟენშენის შემცველობის გამო
3 აშვაგანდას შემცველობის გამო

თქვენი შეკვეთის განსათავსებლად აქ დააკლიკეთ!