

Varicorin არის იმ ინგრედიენტების შემცველი საკვები დანამატი, რომლებიც ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობას. Varicorin-ის აქტიური ინგრედიენტების სინერგიული თვისებები ხელს უწყობს ამ პროდუქტს, დაეხმაროს ორგანიზმს სისხლის მიმოქცევის ყველაზე გავრცელებულ დარღვევებსა და ფეხების შეშუპებასთან ბრძოლაში.
Varicorin არის პროდუქტი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც საკუთარი სისხლის მიმოქცევის სისტემის გაძლიერება სურთ, მისი ინგრედიენტები კომპლექსურად უწყობს ხელს ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ობობასებრი ვენების, ფეხების დამძიმების შეგრძნებისა და ბუასილის პრევენციას. გარდა ამისა, Varicorin ჭარბი წყლის დაგროვების საპრევენციო საშუალებაცაა და ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია.
ცხენისწაბლას თესლის ექსტრაქტი, რომელიც 20% ესცინს შეიცავს. მიჩნეულია, რომ ესცინი არის ინგრედიენტი, რომელსაც შეშუპების შემცირების ეფექტური უნარი აქვს და ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები გააჩნია. ესცინის მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ვენების ელასტიურობის ზრდაში, მათი სიმყიფის შემცირებასა და სისხლის ნაკადის გაუმჯობესებაში. ცხენისწაბლას ექსტრაქტის ეფექტურობა შეშუპების, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ბუასილისა და ქრონიკული ვენური უკმარისობის მკურნალობაში მრავალი კლინიკური კვლევითაა დამტკიცებული.
გოთუ კოლას ფოთლის ექსტრაქტი, რომელიც 8% ტრიტერპენს შეიცავს. მას ვენური ცირკულაციის გამაუმჯობესებელი თვისებები აქვს და ფეხების დამძიმების შეგრძნების პრევენცია შეუძლია. ის სისხლძარღვთა კედლებსა და შემაერთებელ ქსოვილში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს არეგულირებს. კლინიკური კვლევები ადასტურებს მის ეფექტურობას ვარიკოზულ ვენებთან ბრძოლაში.
მცენარე უაღრესად მდიდარია ბუნებრივი საპონინებითა და ფიტოსტეროლებით. მას სისხლძარღვების გამამაგრებელი ეფექტი აქვს და აღკვეთს მათ გადაჭარბებულ გაფართოებას. თაგვისარას მიღება განსაკუთრებით რეკომენდირებულია ადამიანებისთვის, რომლებსაც მჯდომარე ცხოვრების წესი აქვთ და ფეხების შეშუპებითა და დამძიმებით იტანჯებიან.
ფლავონოიდი, რომელიც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის სისტემის ფუნქციონირებას და ზრდის სისხლძარღვთა კედლების დაჭიმულობას. მას ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს და ქოლესტეროლის დონის შემცირება შეუძლია.
C ვიტამინის ბუნებრივი წყაროა, რომელიც კოლაგენის წარმოქმნას ასტიმულირებს, რაც საჭიროა სისხლის მიმოქცევის სისტემის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, რომელთაც წვრილი სისხლძარღვების დასკდომასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ.
უაღრესად ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელსაც სისხლძარღვების დამცავი თვისებები აქვს. მას დადებითი გავლენა აქვს სათანადო სისხლის წნევის შენარჩუნებაზე.
მცენარე, რომელიც ბუნებრივად ხარობს აშშ-სა და კანადაში. მას სისხლის მიმოქცევის ხელშემწყობი და პაწაწინა კაპილარების დამცავი თვისებები აქვს. უაღრესად გამოსადეგია ბუასილისა და შეშუპების მკურნალობაში.
ინგრედიენტი, რომელიც თავისი შარდმდენი თვისებების გამო ზრდის სხეულიდან ჭარბი წყლის გამოდევნას. ეფექტურია შეშუპებისა და სხვადასხვა ტიპის სისხლდენის მკურნალობის ხელშეწყობაში.
შავი წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტი, რომელიც 95% პიპერინს შეიცავს. ის აუმჯობესებს დანამატის აქტიური ინგრედიენტებისა და საკვებიდან ისეთი ვიტამინებისა და მინერალების შეწოვას, როგორიცაა რკინა, C ვიტამინი, ბეტა-კაროტენი, A ვიტამინი, Q კოენზიმი და B6 ვიტამინი.
როგორ უნდა მივიღოთ Varicorin? | + |
ვის შეუძლია, Varicorin მიიღოს? | + |
როდის შემიძლია, Varicorin-ის ეფექტს ველოდო? | + |
რამდენ ხანს ჰყოფნის Varicorin-ის ერთი შეფუთვა? | + |
Varicorinპორციის ზომა: 2 კაფსულაკონტეინერში პორციების რაოდენობა: 30 |
||
აქტიური ინგრედიენტები | პორციაში შემავალი რაოდენობა | |
---|---|---|
ცხენისწაბლას თესლის ექსტრაქტი [20% ესცინი] – Venocin® | 300,00 მგ | |
გოთუ კოლას ფოთლის ექსტრაქტი – Centellin® [8% ტრიტერპენები] | 175,00 მგ | |
თაგვისარას ფესვის ექსტრაქტი | 160,00 მგ | |
ჰესპერიდინი | 150,00 მგ | |
წიწიბურას თესლის ექსტრაქტი, რომელშიც: C ვიტამინი |
142,86 მგ 100,00 მგ (100%*) |
|
ყურძნის ექსტრაქტი [2% რესვერატროლი] | 100,00 მგ | |
გამამელისის ფესვის ექსტრაქტი | 75,00 მგ | |
ჭინჭრის ფოთლის ექსტრაქტი | 25,00 მგ | |
შავი წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტი – BioPerine® [95% პიპერინი] | 5,00 მგ |
* NRV - ნუტრიენტების საცნობარო მნიშვნელობა
1 ცხენისწაბლას, ყურძნისა და გამამელისის შემცველობის გამო
2 ცხენისწაბლას, თაგვისარას, გამამელისისა და ჭინჭრის ფოთლის შემცველობის გამო
3 გოთუ კოლას შემცველობის გამო
4 ყურძნისა და გამამელისის შემცველობის გამო